Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
3 მაისი - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს
აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ"
ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის
თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.
ციფრულმა ეპოქამ, ინტერნეტის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგოსფერომ და სამოქალაქო ჟურნალისტიკამ, წლების განმავლობაში, მთლიანად შეცვალა მედიალანდშაფტი, თუმცა მსოფლიო მედია კვლავ დგას მთავარი პრობლემების წინაშე: ჟურნალისტთა უსაფრთხოება (იუნესკოს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში დაახლოებით 600 ჟურნალისტი მოკლეს), მათზე ფიზიკური ზეწოლა, ხელისუფალთა მხრიდან მუქარა, ცენზურა. საქართველოს მედია, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე.
დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.
დღეს მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა. ინფორმაციას გაზეთი ,,ბათუმელები" ავრცელებს.
2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი სისტემით ხასიათდება. წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.06 ქულით შემცირდა.
"რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა პრობლემა, მათ შორის, ყველაზე მაღალი იყო პროფესიული ჟურნალისტიკის კუთხით. პრობლემაა ასევე პლურალისტური მედიაგარემოს და ბიზნესმენეჯმენტის კუთხით,"- აღნიშნა ეკა ბასილაიამ, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.
ინდექსის მონაცემებით, უარყოფითად შეფასდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხები.
"მე ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს,"- თქვა IREX-ის მედიაგანვითარების მკვლევარმა პრეზენტაციის დასასრულს. ის შეეხო აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ინდექსის ამ "მაჩვენებლების გაკეთილშობილებას ცდილობდა".
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს.დამოუკიდებლობა და სიძლიერე ხელისუფლების სამივე შტოს და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |