Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის "Payme"-ის შეძენით
შევიდა. ამ ტრანზაქციით, თიბისი 50%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა
რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე
დღეს, თიბისის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს,
რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და
Pაყმე-ის დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ.
განხორციელებული ტრანზაქცია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.
ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. თიბისი ამჟამად უზბეკეთში ავითარებს ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით.
"Payme" უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე
დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. "Payme" ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი ThorntonGrant იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი - Baker & McKenzie LLP,, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |