Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სოფელ გვერძინეთში ამჟამად 15-მდე კომლი ცხოვრობს,
რომლებიც აჭარიდან 90-იან წლებში სტიქიის შემდეგ დაასახლეს. ისინი ჯერ
ახალქალაქის რაიონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, ქარელის მუნიციპალიტეტის
ამ სოფელში გადაიყვანეს საცხოვრებლად.
მათ შორის 25-წლის გიორგი ხოზრევანიძეა. ის იმ პერიოდში ასაკით პატარა იყო, თუმცა გადმოსახლების პერიოდი ახსოვს. ახსოვს ისიც, რომ ჩასახლების პირველ წლებში გვერძინეთში უფრო მეტი აჭარელი ცხოვრობდა. ბოლო წლებში, რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სოფელი. წასვლაზე ფიქრობენ სხვებიც, თუმცა გიორგი ხოზრევანიძეს და მის ოჯახს არ უფიქრია ძამას ხეობის დატოვება:
,,სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მენატრება ეს ადგილი. მე აქ გავიზარდე და მიხარია ისიც, რომ სხვებსაც ძალიან მოწონთ ეს ადგილი" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე. მისმა ოჯახმა სახლი უკვე დაირეგისტრირა, თუმცა მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებს. როგორც ცნობილია, გვერძინეთიდან, ქართულ -ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში, ეთნიკურმა ოსებმა სოფლები მიატოვეს. მათ შორის, სოფელ გვერძინეთში მცხოვრებლებმა.
გიორგი დედა, გულიკო ხოზრევანიძე ამბობს, რომ სახლის რეგისტრაცია შეძლეს:
,,ამ სახლში ვინც ცხოვრობდნენ, ის ადამიანები უკვე გარდაიცვალნენ, წასულები იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ მოვძებნეთ მისი შვილიშვილი, რომელიც დაგვეხმარა სახლის რეგისტრაციაში. თუმცა, ვერ ვიმტკიცებთ ნაკვეთს. არქივებში ვერ მოვძებნეთ მიწის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ სახლის მეპატრონე კომუნისტების პერიოდში ფერმაში მუშაობდა და პრივატიზაციის დროს მიუციათ მიწა, თუმცა ეს ფაქტი არქივში ვერ ვნახეთ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ქარელის საკრებულოს აღიარებითმა კომისიამ მიწის ნაკვეთი დაგვიმტკიცოს" - აცხადებს გულიკო ხოზრევანიძე.
გიორგი ხოზრევანიძეს კი, ყველაზე მეტად აწუხებს, რომ ფაქტი, რომ ხეობის ტურისტული პოტენციალი გამოუყენებელია:
,,ჩვენი სოფელი ბოლო სოფელია ძამას ხეობაში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ჩვენს შემდეგ მოსახლეობა თითქმის აღარ ცხოვრობს. ამ სოფლის შემდეგ უამრავი ეკლესია-მონასტერია, სადაც უამრავი ადამიანი ჩამოდის მათ მოსანახულებლად. უკან როცა ბრუნდებიან, გვიწევს მათთან საუბარი. ყველა აღფრთოვანებულია ამ ადგილებით და ეს მეც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ეს ტურისტული პოტენციალი გამოვიყენოთ. ადგილზე დასაქმდეს აქაური მცხოვრები; რომ აღარ მიწევდეს სამუშაოდ სხვაგან წასვლა" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე.
წელიწადის სხვადასხვა დროს გიორგი ხოზრევანიზე სამუშაოდ თურქეთში მიდის.
აჭარელი გიორგი ხოზრევანიძე ძამას ხეობაში - სოფელ გვერძინეთის შესახებ
სოფელ გვერძინეთში ამჟამად 15-მდე კომლი ცხოვრობს,
რომლებიც აჭარიდან 90-იან წლებში სტიქიის შემდეგ დაასახლეს. ისინი ჯერ
ახალქალაქის რაიონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, ქარელის მუნიციპალიტეტის
ამ სოფელში გადაიყვანეს საცხოვრებლად.მათ შორის 25-წლის გიორგი ხოზრევანიძეა. ის იმ პერიოდში ასაკით პატარა იყო, თუმცა გადმოსახლების პერიოდი ახსოვს. ახსოვს ისიც, რომ ჩასახლების პირველ წლებში გვერძინეთში უფრო მეტი აჭარელი ცხოვრობდა. ბოლო წლებში, რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სოფელი. წასვლაზე ფიქრობენ სხვებიც, თუმცა გიორგი ხოზრევანიძეს და მის ოჯახს არ უფიქრია ძამას ხეობის დატოვება:
,,სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მენატრება ეს ადგილი. მე აქ გავიზარდე და მიხარია ისიც, რომ სხვებსაც ძალიან მოწონთ ეს ადგილი" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე. მისმა ოჯახმა სახლი უკვე დაირეგისტრირა, თუმცა მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებს. როგორც ცნობილია, გვერძინეთიდან, ქართულ -ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში, ეთნიკურმა ოსებმა სოფლები მიატოვეს. მათ შორის, სოფელ გვერძინეთში მცხოვრებლებმა.
გიორგი დედა, გულიკო ხოზრევანიძე ამბობს, რომ სახლის რეგისტრაცია შეძლეს:
,,ამ სახლში ვინც ცხოვრობდნენ, ის ადამიანები უკვე გარდაიცვალნენ, წასულები იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ მოვძებნეთ მისი შვილიშვილი, რომელიც დაგვეხმარა სახლის რეგისტრაციაში. თუმცა, ვერ ვიმტკიცებთ ნაკვეთს. არქივებში ვერ მოვძებნეთ მიწის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ სახლის მეპატრონე კომუნისტების პერიოდში ფერმაში მუშაობდა და პრივატიზაციის დროს მიუციათ მიწა, თუმცა ეს ფაქტი არქივში ვერ ვნახეთ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ქარელის საკრებულოს აღიარებითმა კომისიამ მიწის ნაკვეთი დაგვიმტკიცოს" - აცხადებს გულიკო ხოზრევანიძე.
გიორგი ხოზრევანიძეს კი, ყველაზე მეტად აწუხებს, რომ ფაქტი, რომ ხეობის ტურისტული პოტენციალი გამოუყენებელია:
,,ჩვენი სოფელი ბოლო სოფელია ძამას ხეობაში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ჩვენს შემდეგ მოსახლეობა თითქმის აღარ ცხოვრობს. ამ სოფლის შემდეგ უამრავი ეკლესია-მონასტერია, სადაც უამრავი ადამიანი ჩამოდის მათ მოსანახულებლად. უკან როცა ბრუნდებიან, გვიწევს მათთან საუბარი. ყველა აღფრთოვანებულია ამ ადგილებით და ეს მეც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ეს ტურისტული პოტენციალი გამოვიყენოთ. ადგილზე დასაქმდეს აქაური მცხოვრები; რომ აღარ მიწევდეს სამუშაოდ სხვაგან წასვლა" - ამბობს გიორგი ხოზრევანიძე.
წელიწადის სხვადასხვა დროს გიორგი ხოზრევანიზე სამუშაოდ თურქეთში მიდის.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








