Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგარეო
საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
და ექსპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების
შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს.
“აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა უკვე ტრადიციულია და ერთობლივი პარტნიორობით წლების განმავლობაში ტარდება. შეხვედრები ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა. მას ესწრებიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულნი. ნებისმიერ კითხვაზე, რაც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აგრეთვე წარსდგნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ა.შ.
აღნიშნული შეხვედრა ტარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა შეხვედრა გამართეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგარეო
საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
და ექსპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების
შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს.
“აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა უკვე ტრადიციულია და ერთობლივი პარტნიორობით წლების განმავლობაში ტარდება. შეხვედრები ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა. მას ესწრებიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულნი. ნებისმიერ კითხვაზე, რაც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აგრეთვე წარსდგნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ა.შ.
აღნიშნული შეხვედრა ტარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








