Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
აღაიანში არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტი გამოუძიებელია
დედა, რომელიც დღეს კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 7-თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, არასრულწლოვანია. სოფლის წარმომადგენლის, ზურაბ ქურასბედიანის ცნობით, ცოლ-ქმარი 3 წლის დაოჯახდა. 

თუმცა, ქმრის მამიდა აცხადებს, რომ დაოჯახება 

გოგონა 2002 წელსაა დაბადებული, ხოლო მისი მეუღლე მასზე 3 წლით უფროსია და უკვე 20 წლისაა.

,,მათი დაოჯახების ამბავი ჩემს დანიშვნამდე მომხდარა. მე მაშინ არ ვიყავი ამ თანამდებობაზე. როგორც გავარკვიე, ისინი 3 წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე რა ღონისძიებები იქნა გატარებული, ეს ჩემთვის არაა ცნობილი" - აცხადებს ზურაბ ქურასბედიანი.

აღაიანის სკოლის დირექტორი ლალი გელხაური აცხადებს, რომ ბიჭმა სკოლა აღაიანში დაამთავრა:

,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრე დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა. სხვათა შორის, მეც და სოფლის მოსახლეობამაც გვიან გავიგეთ, რომ ცოლი მოიყვანა. შემთხვევით მარკეტში გავიგე. ჩვენი სოფელი ძალიან დიდი დასახლებაა. შესაძლოა, მე გვიან ამიტომ გავიგე. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოფელში მათი დაოჯახების შესახებ ამბავი გვიან გავრცელდა" - აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი გელხაური.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის ორგანიზაციაში მთელი დღეა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონი გამორთული აქვს სააგენტოს ხელმძღვანელს. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში გარდაცვლილ 7-თვის ბავშვს გლოვობენ. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დედა, 17-წლის გოგონა უკვე დააკავა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

თემის წარმომადგენლის, ზურაბ ქურასბედიანის ცნობით, 17-წლის გოგონა დაოჯახებული იყო და არ წარმოადგენდა სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.