Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,გორის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ" - კახა ტოლიაშვილი
,,გორის სასწავლო უნივერსისტეტის რექტორის არჩევნებში, თუკი კვლავ
გიორგი სოსიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ამ არჩევნებს აზრი არ აქვს
და მე რექტორობისთვის აღარ ვიბრძოლებ" - განაცხადა კახა ტოლიაშვილმა,
რომელიც რექტორის არჩევნებში მონაწილეობდა.
გუშინ გორის უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი გადადგა, რომელიც 2019 წლის 15 იანვარს აკადემიურმა საბჭომ აირჩია. ერთმანეთის კონკურენტები ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი იყვნენ.
გორის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კახა ტოლიაშვილს დაუკავშირდა.
"უნივერსიტეტში დიქტატურაა, აკადემიური საბჭო, რომელიც რექტორს ირჩევს სოსიაშვილის დანიშნულები არიან, შესაბამისად ისევ მას აირჩევენ. ის, რომ ალექსანდრე მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა, ცხადია შეთანხმებული იყო მასთან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეოთხედ მოხდა. სოსიაშვილს რექტორად ყოფნის უფლება მხოლოდ ორი ვადით ჰქონდათ. ამის შემდეგ ჩატარდა არჩევნები და აკადემიურმა საბჭომ აირჩია ალექსანდრე მღებრიშვილი. გუშინ მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა და უკვე ინიშნება ხელახალი არჩევნები . ამჯერად, გიორგი სოსიაშვილს უფლება აქვს კვლავ იყაროს კენჭი. რექტორი ისევ გიორგი სოსიაშვილი ხდება. ეს არის მთელი სქემა." - ამბობს ტოლიაშვილი.
რექტორობის ყოფილი კანდიდატი უნივერსიტეტში სწავლის ხარისხზეც საუბრობს.
"გორის სასწავლო უნივერსიტეტი სწავლის დონით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ეს სოსიაშვილის და მისი კლანის დამსახურებაა. მალე აკრედიტაცია უნდა გაიაროს უნივერსიტეტმა და დიდი ალბათობით ამას ვერ შეძლებს, რადგან კრიტერიუმები კიდევ უფრო გართულებულია. თუ გავითვალისწინებთ იმ დონეს, რაც უნივერსიტეტს აქვს, აკრედიტაციის გავლა თითქმის შეუძლებელი იქნება"- აცხადებს კახა ტოლიაშვილი.
ამავე თემაზე:
ტოლიაშვილების გზა

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |