Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში სეტყვისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მოლაპარაკებას აშშ-ს საელჩოსთან აწარმოებენ
,,ამოქმედდება დაახლოებით ის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს ამერიკის მთავრობამ გორის მუნიციპალიტეტში განახორციელა" - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გორში გამართულ შეხვერაზე.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან მიმდინარეობს. ,,როგორც გახსოვთ, არსებობდა ასეთი პროგრამა ,,გარპი". არ ვიცი, ამ პროგრამას ხალხში როგორც უწოდებდით, მაგრამ ითვალისწინებდა მთელ რიგ დახმარებებს სოფლის მეურნეობაში. დღეს მქონდა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან და ვმუშაობთ დახმარების გეგმაზე." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გუშინ საღამოს ლევან დავითაშვილი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას მეორედ შეხვდა.

თითქმის ერთი საათი გაგრძელდა შეხვედრა გორში სოფლის მეურნეობის მინისტრსა და იმ ფერმერებს შორის, რომლებიც სეტყვისგან დაზარალდნენ. ლევან დავითაშვილმა კულტურის ცენტრში შეკრებილებს მთავრობის მიერ შემუშავებული წინადადებები გააცნო.

შეთავაზებული წინადადებები რამდენიმე ადამიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფერემები მიხვდნენ, რომ მთავრობა მათ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვისკენ უბიძგებს. ეს კი, უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

,,თქვენ გინდათ, რომ დაზღვევაში ჩაგვრთოთ. გაიკითხეთ სოფელში დღეს რამდენი ადამიანი წაიყვანეს სასწრაფოთი. გადაამოწმეთ 112-ში და ნახავთ. თქვე კაი ხალხო, როგორ ჩავიდე სოფელში და ვთქვა, მთავრობა 200 ლარით გვეხმარებაო" - ამბობდა ერთ-ერთი მათგანი.

რამდენიმე ფერმერმა მოითხოვა, რომ ზიანი, ზარალის რაოდენობის მიხედვით, ანაზღაურდეს. ამის საშუალება კი, მინისტრის განცხადებით, მთავრობას არა აქვს:

,,შედგება სიები, რომლის მიხედვით, დაზარალებულ მოსახლეობას ერთ ჰა-ზე 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ასევე, გავწევთ შუამდგომლობას, რათა ბანკებთან სესხების გადავადება მოხდეს. გაზაფხულისთვის კი, სამელიორაციო სამუშაოებისას, ისარგებლებთ შეღავათით" - აღნიშნა მინისტრმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები 2019 წლის 25 მაისს დაისეტყვა. 15-მდე ადმინისტრაციულ თემში სეტყვამ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. 27 მაისს აქცია გორის მერიის შენობის წინ გაიმართა. შემდეგ ავტობანზე გადაინაცვლა. საღამოს კი, საპროექტო აქციის მონაწილეებს კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში შეხვდა. მინისტრმა ერთდღიანი ვადა ითხოვა კონკრეტული წინადადებების შესათავაზებლად.


იხ. შეხვედრის ვიდეოვერსია





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.