Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს" - კონფერენცია მეწარმეებისთვის
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც მეწარმეები შიდა ქართლიდანაც მიიწვიეს.

,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს" - ასე ერქვა ფორუმს, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ნინო ჩოქოვანმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა პალატის საქმიანობის პრიორიტეტებს, რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით:

,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონული ბიზნესის განვითარებაზე. ამისათვის, მუდმივად ვუწევთ ორგანიზებას ტრენინგებსა და სწავლებებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მეწარმეებს ეხმარება უკეთ მართონ საკუთარი საქმე და დასახონ ახალი მიზნები. ასევე ორგანიზებას ვუწევთ რეგიონულ ბიზნეს ფორუმებს, რომლებიც კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმეებმა დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და ჰქონდეთ საკომუნიკაციო სივრცე, ასევე პოტენციუმა ინვესტორებმა გაიგონ მეტი ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე."-აღნიშნა ჩიქოვანმა.

ფორუმი კახეთის გუბერნატორმა გახსნა, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ღონისძიებას დაესწრო 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი და მათ საშუალება ჰქონდათ განეხილათ თანამშრომლობის პრესპექტივები. ფორუმის ფარგლებში გაიმართა 3 პანელური სესია, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.