Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,გორმედი" პაციენტის შესახებ, რომელსაც არც მზრუნველი ჰყავს და არც პასპორტი აქვს, განცხადებას ავრცელებს
სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი" ერთ-ერთ პაციენტთან დაკავშირებით, რომელსაც არც მზრუნველი და არც პირადობის მოწმობა აქვს, განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პაციენტთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციებით გავრცელა.

,,გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, იმის გამო, რომ კონკრეტულ პირს კლინიკაში შეყვანისას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა. ,,გორმედი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია." - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმე ეხება პაციენტს მ.ბ-ს, რომელიც 80-წლამდე ასაკისაა და სოფელ სვენეთში ფსიქიურად დაავადებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. qartli.ge-ს მისი ახლობლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ქალს, რომელსაც ფეხზე განგრეგა აქვს, სათანადო მკურნალობა სჭირდება.

,,პაციენტი მ. ბ. სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" ცენტრალურ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ შემოიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლისას პაციენტის ფაქტობრივი მდგომარეობა ითვალისწინებდა მწვავე-გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას. პაციენტის მდგომარეობა და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მეტყველებდა იმაზე, რომ მას არ ჰყავდა ყურადღების მიმქცევი და ხანგრძლივვადიან პერიოდში ჰქონდა წყლულოვანი დაავადება. პაციენტი მიღებულ იქნა კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. მოხდა აღნიშნული წყლულის დამუშავება, ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა და გადახვევა და მიეცა რეკომენდაცია ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, ასევე, ამბულატორიულად ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის გაგრძელებაზე." - აღნიშნავენ ,,გორმედში".



სამედიცინო ცენტრში აღნიშნავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ითვალისწინებდა მწვავე-გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, რაც დასტურდება როგორც სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე შესაბამის ჟურნალებში ჩანაწერებით.

,,მ.ბ-მ მიიღო შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ადეკვატური მკურნალობა, რასაც კლინიკაში შემოსვლისას მისი მდგომარეობა ითვალისწინებდა. აღნიშნულის გარდა, დამატებით, უკვე გეგმიურად, შეთავაზებულ იქნა ანგიოლოგის კონსულტაცია და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა." - ირწმუნებიან კლინიკაში.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხს:

,,მიუხედავად იმისა, რომ პაციენტმა ვერ წარმოადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც იგი ვერ ისარგებლებდა ვერცერთი სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, ასევე, ვერ ისარგებლებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და თავად მოუწევდა გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურება, კლინიკამ, პაციენტის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, მისი თქმით შინ არ ჰყავდა მეთვალყურე, ,,პატრონი", დაწესებულებამ ჰუმანიტარული წესით საკუთარ თავზე აიღო ის დანახარჯი, რაც გაწეულ იქნა აღნიშნული პაციენტისთვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, რომელიც გამართულად მუშაობს." - იუწყებიან ,,გორმედში".

იხ. ამავე თემაზე: 

სვენეთში მცხოვრები ქალი, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს, ვერ მკურნალობს
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.