Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ძამას ხეობის ბერმა ეპარქია თვითნებურად დატოვა და დაოჯახდა
36-წლის ბერი, რომელიც მეუფე იობმა ბერად აღკვეცა, დაოჯახდა. ეპარქიის წინამძღვარი სასულიერო პირის, აბელის განმოსვას ითხოვს.

ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებმა გვითხრეს, რომ ბერმა აბელმა ეპარქია თვითნებურად დატოვა. qartli.ge დაუკავშირდა არქიდიაკონ შიოს:

,,ბერი აბელი, რომელმაც თვითნებურად დატოვა მონასტერი და ეპარქია, არის თვითმარქვია მღვდელი. მას არავითარი სასულიერო ხარისხი არ აქვს და უკანონოდ მღვდელმოქმედებს. ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით იგი უნდა განიმოსოს." - აცხადებს არქიდიაკონი შიო უბილავა.

ყინწვისის მონასტერში ბერი აბელის ისტორია იციან. არქიდიაკონი შეგვპირდა, რომ შუამდგომლობას მეუფესთან გაგვიწევს. თუმცა, როგორც მან, სატელეფონო საუბარში ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს უთხრა, ჯერჯერობით, მეუფესთან გასაუბრება ვერ შეძლო.

როგორც ირკვევა, ,,თვითმარქვია მღვდელი" თავდაპირველად სანებლის მონასტრის მორჩილი იყო. ის მონასტრის წინამძღვარს ბერად აღკვეცას სთხოვდა, თუმცა, ბერად არ აღკვეცა. ამის შემდეგ აბელი მეუფე იობთან მიდის და ბერად აღკვეცას მას სთხოვს. მეუფე იობმა აბელი ბერად აღკვეცა.

ძამას ხეობის სასულიერო პირებმა გვითხრეს, რომ ბერად აღკვეციდან ძალიან მალე აბელი ეპარქიიდან წავიდა და სასულიერო მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოში დაიწყო.

,,ჩვენ დასავლეთ საქართველოდან შეგვატყობინეს, რომ ეს პიროვნება თვინებურად ატარებს წირვებს, აკურთხებს სახლებს და ა.შ. ასევე, დაოჯახდა. რაც ყოვლად მიუღებელია. ამჟამად სად იმყოფება, ჩვენთვის უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს" - აცხადებენ ძამას ხეობის სასულიერო პირები.

qartli.ge შეეცადა მეუფე იობთან დაკავშირებას. ის დღეს ქარელში არ იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, სარკინეს მონასტერში იმყოფებოდა. ბერი აბელის შესახებ კი, სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ეტაპზე ვერ შევძელით.


ფოტოზე: მეუფე იობი სანებლის მონასტერში წინამძღვრებთან ერთად

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.