Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ბიბილოვის პარტიას - თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი საკუთარი
რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ მისცენ ხმა მმართველ
პარტიასა და მის კანდიდატებს.
მისი თქმით, ის, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მისმა გუნდა, ,,ერთიანი ოსეთის" სახელით, ახალგორის რაიონში გააკეთა, არ იძლევა მათთვის ხმის მიცემის უფლების მორალურ შესაძლებლობას.
თამარ მეარაყიშვილი დეტალურად აღწერს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის რაიონთან დაკავშირებით, ბოლო ორ წელიწადში მიიღო. ახალგორის რაიონში ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.
1. ყველა(6) ქართული სკოლა გააუქმა.
2. რაიონში მცხოვრებ ფერმერებს, ვისაც 5000-ზე მეტი ცხვარი და 2000 -დე მახვილფეხი საქონელი ჰყავს, ოჯახებით რაიონის დატოვება მოუწია. აუკრძალა ზამთრის საძოვრებზე გადაადგილება, რაიონში კი, არც კლიმატია და არც რესურსი გამოზამთრების"
3. დაკრძალვაზე მოსაწვევი 10 კაციანი სია (ადგილობრივი ჩაწერის გარეშე) გააუქმა - ამის გამო მიცვალებულებს აქ უკვე იშვიათად კრძალავენ, თუ ყველა ნათესავი აქ არ ჰყავთ.
4. ზამთარში 2, 5 თვე კარანტინი "გრიპის ვირუსი"ს გამო გამოაცხადა და არათუ გადაადგილება, ავადმყოფისთვის აუცილებელი წამლის შემოგზავნაც აკრძალული იყო.
5. კარანტინის მოხსნის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს ისევ შეზღუდული აქვს გადაადგილება- ყველა, ვისაც პასპორტი აქვს საშვიც უნდა ჰქონდეს- ახალი წესით.
6. ადგილობრივი ბიზნესმენის დივერსანტად გამოცხადება, სიკვდილის შემდეგ...
7. ადგილობრივი ახალგაზრდების (განსაკუთრებულად მამაკაცები) მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ზოგჯერ ქუჩაში დგომის ან ლუდის დალევის გამო.
8. სამსახურებში შევიწროება- ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დროა გაერკვნენ, ვის სად უნდა ცხოვრება და მუშაობა"...
9. მძიმე ავადმყოფების თბილისში გადაყვანაზე გართულებული წესები
,,ის, რასაც მე მიკეთებენ ამ 2 წლის განმავლობაში ამის გამო არ გთხოვთ - მე მაქვს ენერგია მათ დავუპირისპირდე... ეს მოკლე ჩამონათვალია. პრაქტიკაში მძიმედ გადატანილი. დაფიქრდით კარგად ხვალ რას აირჩევთ. არ მოგიწოდებთ არავის სასარგებლო არჩევანის გასაკეთებლად, თქვენი თავისთვის გააკეთეთ- გინდათ ყველა გადახაზეთ, მაგრამ არ "გააპრავოთ" ეს და ამაზე უარესისთვის ნუ მისცემთ ლეგიტიმაციას. პარტიის კანდიდატ, ხონის კოლონიის მსჯავრდებულ, 23 წლით გასამართლებულ ადამიანს მხარი რომ არ უნდა დაუჭიროთ, მაგის შეხსენებას, არც გკადრებთ" - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
დღეს, 9 ივნისს, ცხინვალში არჩევნებია. დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |