Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სამშვიდობო პოლიტიკის კიდევ ერთი მხარდაჭერა - ქეთევან ციხელაშვილმა დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო.

ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პროგრამის განხორციელების გზებზე დეტალურად პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ის გამოწვევები, რასთან გამკლავებაც როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს. საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიიღო მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ სირთულეებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რომლითაც საქართველო რუსულ ოკუპაციას პასუხობს და ჯონათან ჯანოგლის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

სამშვიდობო ინიციატივა იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მომდევნო შეხვედრაზეც, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დამატებით დირექტორთან, რუპერტ აინლისთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანულ მხარეს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ქეთევან ციხელაშვილი Chatham House-ის კონფერენციის „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი: შენარჩუნება და მოდერნიზაცია“ გახსნასაც დაესწრო, რომელზეც ყოველწლიურად იწვევენ.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი გავლენიანი საექსპერტო წრეების წამომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. მათ შორის Centre for European Reform-ის საგარეო პოლიტიკის დირექტორს იან ბონდის, Foreign Policy Centr-ის უფროს მრჩეველს ქრეიგ ოლიფანტის, Henry Jackson Society-ს რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორს ენდრიუ ფოქსელის და ა.შ. საუბრის თემა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები და ის ნაბიჯები იყო, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

„ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს და კონფლიქტის მოგვარებაში ფაქტობრივად 25 წელია ჩართულია. მასპინძლებმა დაადასტურეს მყარი მზაობა თანამშრომლობის გაგარძელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკს, ჩვენი მიდგომებისა და ახალი ინიციატივების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშორმობის კონკრეტულ მიმართულებებზე და დაისახა გეგმები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.