Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
აგარაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. ამის შესახებ qartli.ge-ს „გორმედიდან“ აცნობეს.

პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის და რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

10 ივნისს, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის კლინიკაში შეყვანისას, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას სახის, გულმკერდის, ბეჭებისა და მუცლის არეში შემავალი და ზედაპირული 13 ჭრილობა აღენიშნებოდა. რამდენიმესაათიანი რთული ქირურგიული ოპერაციის და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდგომ, ქარელის საავადმყოფოდან პაციენტი ,,გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ აგარაში 10 ივნისს მამაკაცმა ცოლი დაჭრა, ხოლო მეზობელი მოკლა. შინაგან სამქეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებულს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

იხ. ამავე თემაზე:
დაბა აგარაში მკვლელობა მოხდა
აგარაში დაჭრილი 50-წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აგარაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.