Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
32-წლის რეზო გორგაძე კოლეჯ ,,განთიადის“ სადურგლოში ახალ
პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად, ბუღალტრული კურსები გაიარა, შემდეგ
კი, მეორე პროფესიით დაინტერესდა. ხისგან შექმნილი აქვს სხვადასხვა
ხელნაკეთი ნივთები. კოლეჯის სახელოსნოში კურსელებთან ერთად ამჟამად
ხის ჰამაკს ამზადებს.
,,სამსახურის პარალელურად ვსწავლობ პროფესიულ კოლეში. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და სულ გორში მიწევს ყოფნა. გადავწყვიტე სახლში ჯდომას, მოვსულიყავი და მესწავლა ავეჯის აწყობა, გემაკეთებინა ხელნაკეთი ნივთები. ვეუფლები სადურგლო პროფესიას. ბავშვობაშიც მაინტერესებდა ხეზე მუშაობა. შარშან შევისწავლე ბუღალტერია, მოკლევადიანი კურსი იყო. შემდეგ დავინტერესდი სადურგლო პროფესიით, გავიკითხე და მომასწავლეს კოლეჯი ,,განთიადი“. - ამბობს რეზო გორგაძე.
ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულები დროს, ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.
,,ახლა მე და ჩემი გუნდი, ვინც ვსწავლობთ, ერთად ვაკეთებთ ხის ჰამაკს მასწავლებლის დახმარებით. გვაქვს ასევე გაკეთებული, რუკა, დროშა და კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი. წინ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს და ალბათ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ ყველაფრით. მადლობა მინდა ვუთხრა კოლეჯის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს. დილით ვდგები, ვიმზადებ საუზმეს, ვჯდები მანქანაში და მოვდივარ კოლეჯში. კოლეჯიდან მივდივარ სახლში, ცოტა ხანი ვისვენებ, მერე მივდივარ აუზზე სავარჯიშოდ" - ამბობს რეზო.
პარალელურად, ვარჯიშობს, პარასპორტსმენია და სხვადასხვა შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც 8 მედლით დაბრუნდა. მედლები აიღო ცურვაში, მშვილდის სროლაში და ველო მარათონში.
,,ვიღებ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას, 2019 წლის 23 თებერვალში ვიყავი ამერიკაში, მივიღე მონაწილეობა ცურვაში, მშვილდის სროლაში, ველო მარათონში საიდანაც წამოვიღე 8 მედალი. 2020 წლის მაისში არის ჰოლანდიაში შეჯიბრი, ახლა ვემზადები შესარჩევი ტურისთვის, არ ვიცი, რამდენად მოვხვდები ამ შეჯიბრზე, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მყავს. მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ - გვეუბნება რეზო გორგაძე.
რეზო გორგაძე - ,,ბავშვობიდან მაინტერესებს ხეზე მუშაობა“
32-წლის რეზო გორგაძე კოლეჯ ,,განთიადის“ სადურგლოში ახალ
პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად, ბუღალტრული კურსები გაიარა, შემდეგ
კი, მეორე პროფესიით დაინტერესდა. ხისგან შექმნილი აქვს სხვადასხვა
ხელნაკეთი ნივთები. კოლეჯის სახელოსნოში კურსელებთან ერთად ამჟამად
ხის ჰამაკს ამზადებს.,,სამსახურის პარალელურად ვსწავლობ პროფესიულ კოლეში. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და სულ გორში მიწევს ყოფნა. გადავწყვიტე სახლში ჯდომას, მოვსულიყავი და მესწავლა ავეჯის აწყობა, გემაკეთებინა ხელნაკეთი ნივთები. ვეუფლები სადურგლო პროფესიას. ბავშვობაშიც მაინტერესებდა ხეზე მუშაობა. შარშან შევისწავლე ბუღალტერია, მოკლევადიანი კურსი იყო. შემდეგ დავინტერესდი სადურგლო პროფესიით, გავიკითხე და მომასწავლეს კოლეჯი ,,განთიადი“. - ამბობს რეზო გორგაძე.
ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულები დროს, ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.
,,ახლა მე და ჩემი გუნდი, ვინც ვსწავლობთ, ერთად ვაკეთებთ ხის ჰამაკს მასწავლებლის დახმარებით. გვაქვს ასევე გაკეთებული, რუკა, დროშა და კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი. წინ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს და ალბათ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ ყველაფრით. მადლობა მინდა ვუთხრა კოლეჯის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს. დილით ვდგები, ვიმზადებ საუზმეს, ვჯდები მანქანაში და მოვდივარ კოლეჯში. კოლეჯიდან მივდივარ სახლში, ცოტა ხანი ვისვენებ, მერე მივდივარ აუზზე სავარჯიშოდ" - ამბობს რეზო.
პარალელურად, ვარჯიშობს, პარასპორტსმენია და სხვადასხვა შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც 8 მედლით დაბრუნდა. მედლები აიღო ცურვაში, მშვილდის სროლაში და ველო მარათონში.
,,ვიღებ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას, 2019 წლის 23 თებერვალში ვიყავი ამერიკაში, მივიღე მონაწილეობა ცურვაში, მშვილდის სროლაში, ველო მარათონში საიდანაც წამოვიღე 8 მედალი. 2020 წლის მაისში არის ჰოლანდიაში შეჯიბრი, ახლა ვემზადები შესარჩევი ტურისთვის, არ ვიცი, რამდენად მოვხვდები ამ შეჯიბრზე, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მყავს. მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ - გვეუბნება რეზო გორგაძე.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








