Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის პროკურორის TOP -10 ,,ტყუილი"
გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს, 18-წლის კახა წაველიძეს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

მსჯავრებული განაჩენს არ ეთანხმება და მან მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. აწ უკვე 18 წლის კახა წაველიძე ითხოვს სიმართლის დადგენას და აცხადებს, რომ ის შსს-ს თანამშრომელმა გაწირა.

საქმე გორის პროკურორმა ნათია კიკალიამ გამოიძია, რომელიც ძირითადად გორში, არასრულწლოვნების მიერ ან მათ მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებს ეხება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნათია კიკალიას არ გამოუძიებია, თუ სად მიყავდა პოლიციის მაღალჩინოსანს, გიორგი პატიაშვილს, ღამის 2 საათზე, არასრულწლოვანი პოლიციის მანქანით.

ნათია კიკალია ამბობს:

1 - ელი ტყუილი: პოლიციელმა არასრულწლოვანი ჩაისვა მანქანაში დახმარების მიზნით. მოზარდის განცხადებით კი, პოლიციელმა არა თუ დახმარება შესთავაზა, არამედ ცემა დაუწყო, აუკრა ხელი საჭეზე, რამაც ავარია გამოიწვია.

მე-2 ტყუილი - მოზარდი ნასვამი იყო, რაც არ დადასტურა ალკოტესტით და ნარკოლოგიური შემოწმებით.

მე-3 ტყუილი - არასრულწლოვანმა მანქანა გაიტაცა ლერმონტოვის ქუჩიდან - რაც არ დადასტურდა. იეჰოვას მოწმეების ოფისთან დამონტაჟებული კამერის მიხედვით, პოლიციის მანქანას აღნიშნულ მონაკვეთზე არ გაუვლია.

მე-4 ტყუილი - საქმეზე ამოღებულია ყველა ჩანაწერი. სინამდვილეში, საქმეზე არ დაურთეს ჭკვიანი კამერების ჩანაწერი, რომელიც მანქანის საჭესთან მსხდომ პიროვნებას დააფიქსირებდა.

მე-5 ტყუილი - პოლიციელმა მანქანის გატაცების შესახებ მაშინვე აცნობა პოლიციას, რაც არ დადასტურდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაახლოებით ღამის 1:55 სთ-ზე; პოლიციელმა ელსმენით შსს-ს აცნობა 3:17 სთ-ზე, მას შემდეგ, რაც ამოტრიალებულ მანქანასთან qartli.ge-ს ჟურნალისტი გამოჩნდა.

მე-6 ტყუილი: - გამოიკითხა ყველა მოწმე, რაც არასწორია. პროკურორს არ დაუკითხავს ლერმონტოვის #26-თან მცხოვრები პიროვნებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მანქანის გამტაცებელს განწირული უყვიროდა.

მე-7 ტყუილი: - მანქანაში აღმოჩნდა მოზარდის ბიოლოგიური მასა, თუმცა მანქანაში სხვა პირების ბიოლოგიური მასებიცაა აღმოჩენილი.

მე-8 ტყუილი - ექსპერტიზის პასუხი ემთხვევა მოწმეების ჩვენებებს. სინამდვილეში ექსპერტიზა ამბობს, რომ საჭედან და გადამცემ კოლოფიდან (სიჩქარის გადამრთველთან) მოზარდის ანაბეჭდები არ ამოვიდა. მოწმეები ამბობენ, რომ მათ არ დაუნახავთ, ვინ იჯდა საჭესთან.

მე-9 ტყუილი - მოზარდმა მიკროავტობუსის გატაცემაც სცადა, რაც არ დადასტურდა ექსპერტიზით. მიკროავტობუსის საჭედანაც არ ამოვიდა მოზარდის ბიოლოგიური მასალა. ადვოკატის თქმით, ეს ისტორია ,,გამტაცებლის" იმიჯის შესაქმნელად მოიგონეს.

მე-10 ტყუილი - დანაშაული მტკიცდება მტკიცებულებათა ერთობლიოთ, ხოლო ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებებიო, სინამდვილეში, მტკიცების ტვირთი პროკურორს აქვს. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ფაქტებს ერთმანეთს ვერ აკავშირებს. ადვოკატმა დაცვით სიტყვაში განაცხადა, რომ რასაც პოლიციის მოწმეები აცხადებენ, მტკიცებულებები არ ადასტურებენ.


 

რა მოხდა 2019 წლის 10 ივნისს?



ბრალდებულის ვერსიით, ავტომანქანის საჭესთან პოლიციელი გიორგი პატიაშვილი იჯდა. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 1:30 წთ-ზე გურამიშვილის ქუჩაზე ყოფნისას პოლიციციის მანქანა გაჩერდა. დაუძახა გიორგი პატიაშვილმა და მანქანაში ჩაისვა. გურამიშვილის ქუჩიდან ისინი ცხინვალის გზატკეცილზე გავიდნენ, არსად გადაუხვიეს. ,,გალფის" ბენზისგასამართსადგურთან, შუქნიშნის გავლის შემდეგ, პატიაშვილმა მოუმატა სიჩქარეს. კითხვაზე, თუ სად მიჰყავდა პატიაშვილს არასრულწლოვანი, პასუხად აგრესია მიიღო. ბრალდებულის ჩვენებით, პოლიციელი მას თანამშრომლობას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას სთავაზობდა.

ცხინვალის გზატკეცილის გავლის შემდეგ, ავტომანქანამ ავტობანზე გადაუხვია. პოლიციელმა წაველიძეს შესთავაზა გვირაბთან, სმარტის სუპერმარკეტში გავლა და ყავის დალევა. ამ დროს მათ შორის კამათი მიდიოდა. პოლიციელი კახა წაველიძეს ურტავდა. წაველიძე კი, ცდილობდა თავის დაღწევას. ხელი აუკრა საჭეზე, რის შედეგადაც. პოლიციის მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა, გადაყირავდა და 150-200 მ მანძილზე გაცურდა. საბოლოოდ, მარჯვენა ბორდიურს შეეჯახა.

პოლიციელის ვერსიით, მან კახა წაველიძეს დახმარება და სახლში წაყვანა შესთავაზა. ის ლერმონტოვის ქუჩაზე ბიძის სახლში მიყვანას აპირებდა. მოულოდნელად კახა წაველიძე აგრესიული გახდა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა კახა წაველიძე და გაიქცა. უკან მიჰყვა პოლიციელი. არასრულწლოვანი ხელიდან დაუსხლტა, რომელიც მანქანისკენ მობრუნდა, ჩახტა დაქოქილ მანქანაში და ცენტრალური საკეტი აამოქმედა. პატიაშვილი მანქანას ჩამოეკიდა (ჯერ თქვა ბამპრესზეო, შემდეგ ოდნავ ღია ფანჯარაზეო).

ადვოკატი ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ მანქანას გურამიშვილის ქუჩიდან არსად გადაუხვევია, რადგან იმ ქუჩებზე არსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც ლერმონტოვის ქუჩის სიახლოვიდან ამოიღეს, პოლიციის მანქანას არ გაუვლია. ,,როგორც მანქანა ცხინვალის გზატკეცილზე შევიდა, პირდაპირ გააგრძელა გზა ავტობანისკენ. შესაბამისად, მანქანა არ ყოფილა ლერმონტოვის ქუჩაზე და არ ყოფილა მანქანის გატაცებაც" - ამბობს ადვოკატი.


იხ. ამავე თემაზე:



პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა


გორის სასამართლომ პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.