Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ირმა ინაშვილი: ,,მთელი ღამე არ მეძინა, ექიმის გათავისუფლების შესახებ ვიცოდი მხოლოდ მე"
,,ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ახლა ესაა მთავარი. ის, რომ ბატონი ვაჟა სწორედ დღეს დილით უნდა გაეთავისუფლებინათ, ვიცოდით ჩვენ და ამიტომაც დილის 10 საათიდან გამშვებ პუნქტთან ვიდექი მარტო. მკაფიოდ ვამბობ და სიმართლეს ვამბობ: არც ხელისუფლებამ იცოდა, რომ დღეს გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, არც ოჯახმა. ვიცოდით ჩვენ: მე და დავით თარხან- მოურავმა." - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი წერს, რომ ხელისუფლება მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც ერგნეთში ჩავიდა:

,,ერგნეთში პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ჩემს ახლობელს ველოდი და როცა მანქანებს დაინახავდნენ, შეეტყობინებინათ ჩემთვის. პუნქტთან ჩემი მისვლის შემდეგ, გააქტიურდა ხელისუფლება და მისი სტრუქტურები და მანქანა მანქანაზე მოდიოდა. ზუსტად თერთმეტიდან თორმეტის ოც წუთამდე ჩვენი არხებით მქონდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და ველოდი მასთან შეხვედრას, თუმცა უშიშროების სამსახურმა ბატონი ვაჟა ისე გაიყვანა ერგნეთიდან, პრაქტიკულად გააქრო, რომ გამარჯობის თქმაც ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, გორის სამხარეო პოლიციაში მასთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა მყისიერად მოუხმეს დავით ბაქრაძეს, რომელმაც, ეტყობა, გაფრინდაშვილისთვის ბევრი "იშრომა" და ინტერვიუებიც უხვად არიგა." - აღნიშნავს ინაშვილი.

,,არვიცი, ვინ რას იწერს ან არ იწერს ან მისაწერ- მოსაწერი რაა (კაცი ახალ წელს სახლში შეხვდება), მე ვიცი კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის რა გავაკეთეთ ჩვენ და ცუდია, როცა ამისი აღიარება კი არა, აღნიშვნაც არ ხდება. და მეტიც, დავით ბაქრაძეს პოლიციაში უხმობენ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმოს და მე პოლიციის კარს მიკეტავენ, რისი უფლებაც არა აქვთ. არა უშავს, ღმერთი მაღალია. ყველას გილოცავთ ამ კარგ დღეს. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბრებ. მთელი ღამე მეღვიძა." - თქვა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეწყალებით, 50-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.