Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპში ,,როსტომ მეფის ქალაქის" კონტურებს გააცოცხლებენ - სოფელი ახალქალაქი (PHOTO)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, გაცოცხლდება როსტომ ხანის მიერ დაარსებული დასახლების კონტურები. სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კასპის მერიამ დაახლოებით 300 000 ლარი გამოყო.

,,პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს - გალავნის მთელ პერიმეტრზე, კოშკების აღდგენას და ძველი ,,კონტურების გაცოცხლებას" გალავნის ტერიტორიაზე, რაც გაითვალისწინებს არსებულ კონტურებზე მსუბუქი კონსტრუქციებით ახალი სილუეტების გჩენას. აღდგება ჭიშკარი, გამწვანდება გალავნის შიდა ტერიტორია, მის გარეთ მდებარე გვიანდელ უსახურ მიშენებებს კი გაუკეთდება დემონტაჟი." - აღნიშულია პროექტში.

პროექტის მომზადების დროს გამოიყენეს ი. მოსულიშვილის, ი. შარაშენიძისა და ხ. ქომეთიანის საავტორო ჯგუფის მიერ 1989-1990წწ. მომზადებული ანაზომები, როგორც საარქივო მასალა.

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

ახალქალაქის შესახებ

ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.

ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი.

ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ.

ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი.

მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი.

ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი.







Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.