Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
თამარ გვარამაძე დილიდან საღამომდე მაღაზიაში მუშაობს,
საღამოს 10-ის ნახევრიდან 2 საათამდე კი, ტაქსის მძღოლია.
,,უკაცრავად, გცალიათ? უი, თქვენ ხართ? რა სიურპრიზია" - ასეთია პირველი ემოციები, როდესაც მოქალაქეები ტაქსის ნიშნის მქონე მანქანასთან მიდიან.
ამბობს, რომ საკუთარი შრომით სიღარიბეს დააღწია თავი. 3 შვილი წვალებით გაზარდა და მათ დასახმარებლად ჯერ კიდევ შეუძლია შრომა.
დარდობს უფროს შვილზე, აკაკიზე, რომელსაც ჯართის შეგროვების დროს, ინციდენტი შეემთხვა. უმცროსი ვაჟი, 15-წლის გიორგი კი, მძლეოსნობაში წარმატებებს აღწევს.
,,არ მინდა ბავშვი მოაკლდეს იმ საქმეს, რაც უყვარს. ვარჯიშის დროს, ძალიან ბევრი ვიტამინი ჭირდება. რითიც შემიძლია ვეხმარები. გოგო დაოჯახდა. აკაკის მდგომარეობას კი განვიცდი. ეხლა 46-წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღე ციხეში გადავიხადეთ, ხანგრძლივი ნახვის უფლება გამოვიყენეთ და იქ შევხვდით ჩემ დაბადების დღეს" - ვერ იკავებს ცრემლებს დედა. ჯართის შეგროვების დროს აკაკის ავარია შეემთხვა. ,,ჟიგულის" მარკის ავტომანქანით ბაკურიანიდან ხაშურში ბრუნდებოდა.
,,სხვათა შორის, დაზარალებული ოჯახი ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა. თუ მაღალი სიჩქარით არ მოდიოდა მძღოლი და ნასვამი არ იყო, ჩვენ რა უფლება გვაქვს ზედმეტი ვთქვათო. მიუხედავად ამისა, მაინც ბრალი წაუყენეს. დაახლოებით 5 თვე გავიდა უკვე, რაც დააკავეს" - იხსენებს თამარ გვარამაძე.
ტაქსისტობა კი 3 კვირის წინ დაიწყო. შედეგით კმაყოფილია. ,,თუ 20 ლარის საწვავს ჩავასხავ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ 30-35 ლარი ამიღია და ძირიც დამიფარავს" - გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.
წლების წინ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაოჯახდა. ჰყავდათ საქონელიც, თუმცა გაწეული ჯაფა და შრომა თავის შედეგს ბოლომდე ვერ იძლეოდა: ,,თუ გვერდში არ მოგდევს ადამიანი, არაფერი გამოვა. წამოვედით ხაშურში, მაშინ ორი შვილი მყავდა. დავიწყე მუშაობა ბაზარში. 20 წლის ვიყავი. პირველ ჯერზე, გორის ვაშლი ჩამოგვქონდა გასაყიდად. ისე მიხაროდა პირველი შემოსავალი, ეხლაც განვიცდი იმ სიხარულს" - ამბობს ქალბატონი თამარი.
სიუჟეტის ავტორი: ელიზა ქრისტესიაშვილი
თამარ გვარამაძე - ტაქსის მძღოლი ხაშურიდან

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |