Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
3 დღე მედავითნედ და 4 დღე რესტორანში მიმტანად - გიორგი ჯავახიშვილი გორიდან
,,დილით 7 საათზე ვიღვიძებ, კვირაში ოთხი დღე ვმუშაობ, დანარჩენ სამ დღეს კი, ტაძარში ვმსახურობ" - ამბობს გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც 32-წლისაა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ცხოვრობს.

სამუშაო დღეებშიც დილით ლოცვების წაკითხვასაც ასწრებს. სოფელ სკრაში ოთხ დასთან და ერთ ძმასთან ერთად ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სულ სხვა გეგმები ჰქონდა:

,,სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და თეატრალურზე ჩამებარებინა, თუმცა დამიწუნეს. გასაუბრებაზე მისულს მითხრეს, რომ მეტყველების აპარატი არ მქონდა კარგი. შემდეგ გადავწყვიტე საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტში ჩამებარებინა, მამაჩემიც რკინიგზაში მუშაობდა. სწავლის გადასახადი იყო იაფი, თან დასაქმების რეალური შანსიც იყო. ჩავაბარე, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დავიწყე მუშაობა საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზის სადგურზე მგზავრებს ვუთითებდი, რომ ბილეთი სალაროში შეეძინათ. ყოველ ცხრა თვეში ხდებოდა ჩემი დაწინაურება. ბოლოს დამაწინაურეს კიდევ და ვმუშაობდი მემანქანის სამსახურში უფროსის პირად თანაშემწედ." - გვიყვება გიორგი.

რკინიგზაში მისი კარიერა იმ დროს დასრულდა, როდესაც რეორგანიზაცია გამოცხადდა და უმუშევარი დარჩა:

,,ამის შემდეგ ეკლესიაში დავიწყე სიარული და გავხდი სტიქაროსანი, შემდეგ მედავითნე. მსიამოვნებდა ეკლესიაში ყოფნა და წმინდანების ისტორიის კითხვა. ამავე პერიოდში დავამთავრე მეორე უნივერსიტეტი ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. პარალელურად დავდიოდი ბინებზე და ვამზადებდი ბავშვებს ინგლისურში. თანხა იმდენად დაბალი იყო, რომ მერიდებოდა, ვერ ვუმატებდი თანხას. პარალელურად, მაგისტრატურაზე ვსწავლობდი" - - ამბობს გიორგი ჯავახიშვილი.

ბოლოს ადგილი გამოჩნდა რესტორან ,,ნიკალაში". ახლა მას ხშირად სწორედ ,,ნიკალაში" ნახავთ.

გიორგი ჯავახიშვილის ჰობია მოგზაურობა, ლაშქრობებზე საირული:

,,ზღვა მიყვარს და ზაფხული. არ მიყვარს ზამთრის კურორტები. მარტო ხეტიალი მიყვარს და წიგნების კითხვა. სამომავლოდ მინდა ბედნიერი ვიყო, მქონდეს სტაბილური შემოსავალი და ბევრი ვიმოგზაურო." - გვითხრა გიორგი ჯავახიშვილმა.

ავტორი: თათია გოლოშვილი

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.