Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სადგურ მეტეხის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება - კომპანია მერიას უჩივის
კასპის მერიამ კომპანია ,,ბამი" დისკვალიფიკაცია მიანიჭა. სადგურ მეტეხში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში მერიამ მისი დოკუმენტაცია დაიწუნა.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჯანსაღ კონკურენციას არ ქმნის. საუბარი ეხება თითქმის ნახევარმილიონიან ტენდერს.

,,მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო კომისიას ჯერ არც კი ჰქონდა განხილული დაზუსტებული დოკუმენტაცია, მაშინ როცა დღის წესრიგად უკვე დააყენეს შპს ბამა-სთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხი." - აღნიშნავს ,,ბამის" წარმომადგენელი.

,,ბამის" იურისტის თქმით, 2020 წლის 11 თებერვალს შედგენილ ოქმიდან ნათლად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს სატენდერო კომისიის წევრებს შპს „ბამა“-ს მიმართ.

,,ცხადია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო და საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული დეტალურად. სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის მიერ დაღვეულია.

ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რომელზეც კასპის მერია და ,,ბამა" ვერ შეთანხმდნენ, ზედნადები ხარჯის განსაზღვრაში გამოიხატა.

,,მერია ითხოვდა, რომ ხარჯთაღრიცხვის განფასებისას ზედნადები ხარჯი არ დარიცხვოდა ავეჯსა და ინვენტარს. მოცემული ხარჯთაღრიცხვა მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, რისთვისაც გამოყენებული ყველა მასალა არის ავეჯის დამზადებისთვის საჭირო და აუცილებელი. შესაბამისად, ყველა ჩამოთვლილი მასალა ინვენტარი განკუთვნილი იყო ეზოს ავეჯის მოწყობისათვის. ამდენად, ჩამოთვლილი მასალიდან ზედნადები ხარჯი რომელ მასალაზე უნდა დარიცხულიყო და რომელზე არა, წერმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული არ იყო და ფიზიკურადაც გაურკვეველი იქნებოდა, რას თვლიდა მერია ავეჯში და ინვენტარში და რას არა." - განმარტავს იურისტი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კასპის მერიას პასუხი ჯერ არ გაუმზადებია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.