Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები

სოფელ ხურვალეთში 6 თვეა ხანდაზმულთა თავშესაფარში სტუმრები არ ყოფილან, რასაც ძალიან განიცდიან. ყველაზე მეტად სწორედ სტუმრების მისვლა უხარიათ. უმეტესობას ახლობლები საერთოდ არ აკითხავენ.
,,მარტის თვეა და ჩემი ხანდაზმულები ძალიან დასევდიანეულები არიან. ამის მიზეზი სოფელში ვიზიტორების შემოსვლის აკრძალვა გახლავთ. სტუმრები, რომლებიც ჩვენთან ჩვენთან თავშესაფარში სტუმრად მოდიან, ხანდაზმულების სანახავად, პოლიციელები საგუშაგოზე ერთი ან ორი საათით ჩერებენ, არ უშვებენ და უკან აბრუნებენ, რაღაც აბსურდული მიზეზის გამო. თუ რამე მოაქვთ საჩუქრები, საგუშაგოზე ტოვებენ და მერე ჩვენთან პოლიციელებს მოაქვთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელია. იმიტომ რომ ჩვენ საჭმელ-სანოვაგე არ გვაკლია, უბრალოდ ჩვენ მოხუცებს ადამიანებთან ურთიერთობა სურთ.“ - ამბობს ლუდა სალია.
თავშესაფრის ხანდაზმულები ახლა მხოლოდ ერთმანეთს ულოცავენ 8 მარტს.

,,წელს უკვე ერთმანეთს ვულოცავთ, სხვა არაფერი არ ხდება აქ. რატო, რა დავაშავეთ, არ ვიცით. მარტო ის დავაშავეთ, რომ კომუნისტურ წყობაში დავიბადეთ, რატო გაგვრიყა ხელისუფლებამ არ ვიცი, რატო გაგვიმეტეს მარტოობისთვის.“ - ამბობს თავშესაფრის ბენეფიციარი ლეილა ფაჩურიშვილი.
მოხუცები მთელი დღის განმავლობაში წიგნს კითხულობენ, სერიალებს უყურებენ და ნარდს თამაშობენ ,,ნიძლავზე“, მეტ წილად ხინკალზე, თუმცა ,,ნიძლავს“ ვერ აბარებენ, თანხის არქონის გამო.
,,როცა მოწყენილი ვარ წიგნებს ვკითხულობ, ახლა ,,იარას“ კითხვა დავიწყე. ახალგაზრდობაში ბუღალტრად ვმუშაობდი, სანამ კოლმეურნეობები დაიშლებოდა მანამდე ვიმუშავე. არასოდეს სამსახურში შენიშვნა არ მიმიღია, მადლობების მეტი არაფერი არ მაქვს წამოღებული. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი აქ და ძალიან განვიცდით რომ არ უშვებენ ჩვენთან მნახველებს.“- ამბობს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი ნანული ბიძინაშვილი.
ბოლოს სტუმრები მოხუცებთან ახალ წელს იყვნენ. საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ ფანოღები მიიყვანა, კონცერტი ჩაუტარა ხასდაზმულებს, მთელი სოფელი აქ იყო და ძალიან იმხიარულა ყველამ.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ,,სახლი საზღვრებს გარეშე“ ამჟამად 12 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათგან 8 ქალბატონია. უმეტესობა მათგანი ძალადობის მხსვრეპლია და სწორედ ამის გამო მოხვდნენ თავშესაფარშიც. ყველა ქალბატონს თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს.
საზღვრისპირა სოფელში თავშესაფრის გახსნის იდეა, აფხაზეთიდან დევნილ ლუდა სალიას 5 წლის წინ გაუჩნდა. იდეას ფრთები შეასხა და საკუთარი სახლი თავშესაფრად გადააკეთა.
ხანდაზმულთა სახლი სტუმრების გარეშე

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |