Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.

"საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. გასულ წელს თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა და ამ მიმართულებით ქვეყანაში #1 ბანკად დასახელდა." - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

"თიბისისთვის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით გამოყოფილი პირველი ფინანსური რესურსით სითი ბანკი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მისწრაფებას - ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი, განვითარებადი ბაზრების ზრდას. ჩვენ გვეამაყება ხანგრძლივი თანამშრომლობა როგორც თიბისისთან, ისე მთელ ქართულ საბანკო სექტორთან." – შაფიქ ჰადადი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტებისა და კორესპონდენციური საბანკო ბიზნესის, ხაზინისა და ვაჭრობის გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი, სითი ბანკი.

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.