Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ყველა პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. აბიტურიენტებს 30 აპრილამდე შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ. აქ სწავლის შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სტიპენდიის გარდა, სპეციალობების მიხედვით, საუნივერსიტეტო სტიპენდია, ასევე - კონფერენციაში გამარჯვებულის და სახელობითი სტიპენდია მოიპოვოს.

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გვიამბობს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩარიცხულ სტუდენტებს სთავაზობს.

"გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა. მინდა მივულოცო ჩვენს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს. ყველა იმ ადამიანს ვინც გვგულშემატკივრობდა და ჩართული იყო ამ პროცესებში. რამდენიმე დღე დარჩა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულებამდე. მინდა მოვუწოდო აბიტურიენტებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ითვლის 85 წელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მძლავრი, მდიდარი ტრადიციების მატარებელი სასწავლებელი ვართ. გვაქვს გამორჩეული ნიშა, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და ვამაყობთ არა მარტო ჩვენი ტრადიციით, არამედ შესანიშნავი აწმყოთი, რომელსაც ჩვენი პროფესორები ქმნიან." - ამბობს სოსიაშვილი.

რექტორმა ასევე ისაუბრა ევროპულ განათლებასა და გაცვლით პროგრამებზე. მისი თქმით, უნივერსიტეტს აქვს საშუალება ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მიიღონ მონაწილეობა ცენტრალური ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლების გაცვლით პროგრამებში.

"ახლახანს, მემორანდუმი გავაფორმეთ ბრაზილიის ერთერთ წამყვან უნივერსიტეტთან, პანდემიის დასრულების შემდეგ, აქტიურად გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. შეგახსენებთ, ჩვენი სლოგანია ცოდნა ცხოვრებისთვის რაც ნიშნავს, რომ დასაქმებაზე ვართ ორიენტირებულები. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით ასრულებენ სასწავლებელს და სურვილი აქვთ იმოღვაწონ აკადემიურ სივრცეში, ვაძლევთ შესაძლებლობას დარჩნენ უნივერსიტეტში და ლექტორები გახდნენ."

პროფესორი გიორგი სოსიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აკადემიური სწავლების გარდა უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები, რომლებიც ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას ხელს უწყობს. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

"პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიწყვეტია სწავლება და ადვილად მოვერგეთ ონლაინ პლათფორამს, წარატებით დასრულდა შუალედური გამოცდები რომლებიც ასევე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ვფიქრობ, კარგად უნდა გაიაზრონ აბიტურიენტებმა როგორი შანსი აქვთ, განავითარონ თავიანთი პოტენციალი და ეზიარონ თანამედროვე, ევროპული ხარისხის განათლებას." - აღნიშნა რექტორმა.

უნივერსიტეტს აქვს სამი ფაკულტეტი ესენია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასევე აქვს 8 უფასო სპეციალობა:

ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
ისტორია
ზოგადი განათლების მომზადების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.
ბიოლოგია
ეკონომიკა
საჯარო მმართველობა ინფორმაციული ტექნოლოგიები


სისტემატურად ეწყობა საველე - კვლევითი მუშაობა. სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს სასტუმროს მენეჯმენტის რესურს ცენტრი, გამომცემლობა, ინოვაციების ლაბორატორია, ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი, ოკუპაციის მუზეუმი, ლიტერატურული კაფე, გეოგრაფიის კაბინეტი, ბიოლოგიის ლაბორატორია, ტურიზმის ცენტრი, ჟურნალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო, იმიტირებული ბანკი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის ღია მოედანი. აქ ასევე ფუნქციონირებს არაერთი შემოქმედებითი და სპორტული ცენტრები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.