Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მგლებისა და ტურების შემოსევაზე საუბრობენ
,,მგლები და ტურები აღარ ერიდებიან ადამიანებს და ისინი პირდაპირ
საცხოვრებელი სახლის წინ, დღისით, თავს ესხმიან შინაურ ცხოველებს.
უფრო მეტიც, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მათი მსხვერპლი
ადამიანი გახდეს."
ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გაზეთი ,,იუჟნაია ასეტია" წერს. ჟურნალისტ გუგული ვალიევის ცნობით, ამ მხრივ, განსაკუთრებით სოფლები: ბალთა, ქალეთი, მეტეხი და ლოპანი ზარალდება. ეს სოფლები ზნაურის რაიონში მდებარეობს.
გაზეთის ცნობით, ბალთაში მცხოვრებ ეგორ ფილიევს (პლიევს) მგელმა ხარი, ძროხა, სამი ხბო, ღორი და ექვსი გოჭი შეუჭამა. ამის შემდეგ მან მგლებზე ნადირობა დაიწყო.
მან უკვე 5 მგლის მოკვლა მოახერხა, რადგან გამოცდილმა მონადირებმ მგლებისა და ტურების კვალს მიაგნო. ამ ნაკვალევზე მან ხაფანგები დააგო და ცდილობს შინაური პირუტყვის დაცვას - აღნიშნავს გუგული ვალიევი.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მგლის მოკვლაზე 1500 რუბლია დაწესებული, ხოლო ერთი ტურის მოკვლა - 1000 რუბლი ღირს.
ეგორ ფილიევმა ჟურნალისტს ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა. წყაროზე ჩასულ მის მეგობარზე მგელი თავდასხმას ცდილობდა. წყაროზე როცა ჩავიდა, მგელი არ მოერიდა მას. თავდაპირველად ძაღლმა სუნი იგრძნო და ყეფა დაიწყო, მგელი კი მსხვერპლისკენ იწევდა. ,,ჩემმა მეგობარმა ნაჯახი მოიმარჯვა და მგლისკენ წავიდა. ამის შემდეგ მგელმა უკან დაიხია" - თქვა ეგორ ფილიევმა.
ის თვლის, რომ მთებში მგელმა და ტურამ ირემი, კურდღელი და სხვა ცხოველები მთლიანად გაანადგურა და ამიტომაც სოფლებში შინაურ ცხოველებს იტაცებს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |