Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში შშმ პირები მესამე თვეა საბუთებს ვერ აწესრიგებენ
გორში, კომბინატის დასახლებაში ქირით მცხოვრებ ოჯახს ბინიდან ასახლებენ იმის გამო, რომ მერიასთან ხელშეკრულება მესამე თვეა ვერ გაფორმდა.

სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ მურადაშვილებს ბინის დაცლა მოუწევთ, თუ წინა გაცდენილი თვეების თანხა არ დაიფარება. მურადაშვილები კი ამაოდ ცდილობენ, გორის მერიასთან ქირის ხელშეკრულება დროულად გაფორმდეს.

,,მეპატრონე მოხუცი ქალია. ქირის ხელშეკრულებაზე ხელი მაგან უნდა მოაწეროს. ძალიან ჭირს მისი წაყვანა მერიაში ან იუსტიციის სახლში, რომ ქირის ხელშეკრულება გაფორმდეს. ამასობაში კი დრო გადის. მესამე თვე დაიწყო და მერიამ ვერ აგვინაზღაურა თანხა. სამი თვის თანხა გვაქვს გადასახდელი." - ამბობენ ოჯახის წევრები.

გორის მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ბინის ქირასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პრობლემები არასდროს შექმნიათ, მთავარია საბუთები ჰქონდეთ წესრიგში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კი საბუთების მოწესრიგება უჭირთ.

ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ: 20 წლის მარი მურადაშვილი და მისი დედ-მამა. მათ საკუთარი სახლი დიდი ხანია გაყიდეს.

,,როცა მარი პატარა ყავდათ, სამკურნალოდ თანხა ჭირდებოდათ. სახლი გაყიდეს და დარჩნენ უსახლკაროდ. მას შემდეგ აქეთ-იქით ქირით ცხოვრობენ" - გვითხრა მათმა მეზობელმა.

ოჯახის სამივე წევრს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, თანაც ყოველდღიურად.

მარი მურადაშვილი უკვე 20 წლისაა. მის დაბადების დღეს წლებია სხვადასხვა ბინაში აღნიშნავენ.

,,28 მარტამდე ცხოვრობდნენ ჭონქაძის ქუჩაზე. პირველ სართულზე იყვნენ, ძალიან ცუდ პირობებში. იქიდან წამოვიდნენ და ბაქოს ქუჩაზე იშოვეს ბინა. 28 მარტიდან დღემდე მერიასთან ვერ გაფორდმა ხელშეკრულება, რომ თანხა აუნაზღაურონ მეპატრონეს" - გვითხრეს მეზობლებმა.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.