Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რუისის სადავო მიწა
დღეს ქარელის საკრებულოს 26-მა წევრმა, მერს ზაზა გულიაშვილს უფლება მისცა იმის შესახებ, რომ რუისში მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. ამ გადაწყვეტილებას რუისის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა. ქარელის მერმა სხდომაზე მათ შეაგინა.

რა მიწაზეა დავა?



1. ფოტოზე - 2020 წლის ნახაზი




მე-2 ფოტო: 2000 წლის ორთოფოტო

რუისთან მდებარე მიწის ფართობი სადაო 2019 წლის ნოემბრიდან გახდა. ეს იმ დროს, როდესაც მიწის პრივატიზაციის საკითხი დადგა.

ჯერ კიდევ 2015 წელს 26 200 კვ.მ ფართობი 2 ნაწილდა გაყვეს. ერთ ნაწილს სტადიონის ფუნქცია დაუტოვეს, 14 200 კვ,მ ფართობით, ხოლო მეორე ნაწილს - 12 000 კვ.მ-ს ცალკე კოდი მიანიჭეს.

ამ პერიოდში იწყება საპროტესტო აქციები, რომელსაც სათავეში რუისში მცხოვრები ვლადიმერ ბუზიაშვილი ჩაუდგა. ის ამ სოფლის ყოფილი გამგებელია და აცხადებს, რომ ტერიტორია მთლიანად სტადიონს წარმოადგენდა. ამიტომ, მისი შეფასებით, არ შეიძლებოდა მთლიანი ფართობის გაყოფა.

რატომ გაყვეს მიწა?



2019 წლის შემოდგომით, კომპანია ,,ბიგ სერვისმა", რომლის მრავალრიცხოვან მფლობელებს შორის რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები არიან, ხოლო სათაო ოფისი ბერლინში მდებარეობს, მიწის ნაკვეთის ყიდვა გადაწყვიტა.
ამისათვის მიწის მესაკუთრეს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას შესყიდვის თხოვნით მიმართა. მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ჩატარდა და ,,ბიგ სერვისმა" 54 000 დოლარი გადაიხადა.

პრივატიზაციის შედეგი ვლადიმერ ბუზიაშვილმა, მისმა მხარდამჭერებმა და უფლებადამცველებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ხაშურის სასამართლომ პრივატიზაციის შედეგები გააუქმა. ქარელის მერიას მეტი დასაბუთება მოსთხოვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ქონების გასხვისების დროს, თანასწორობის პრინციპი უფრო მეტად დაცული უნდა იყოს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, 2020 წლის იანვარში ვლადიმერ ბუზიაშვილმა საჯარო რეესტრს მიმართა მოთხოვნით, რათა ამონაწერში აღმოფხვრილიყო უზუსტობა და მიწის ნაკვეთს ,,სპორტული მოედნის სტატუსი" აღდგენოდა.

აღნიშნული მოთხოვნა საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა. . რეესტრის პასუხში აღნიშნულია, რომ სტატუსი ვერ აღდგებოდა, რადგან ასეთი სტატუსი არასდროს ქონიაო.

რას აპირებს ,,ბიგ სერვისი" და მერია

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ სპორტულ მოედანზე აპელირება პოლიტიკური ხრიკია:

,,2012 წელს ეს მიწის ნაკვეთი მაშინდელმა ეკონომიკის სამინისტროს ქარელის გამგეობას გადასცა. 2015 წელს მოხდა ამ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო რუისში, არამედ მთელს მუნიციპალიტეტში სპორტული მოედანი არასდროს გასხვისდება." - განაცხადა გულიაშვილმა.

მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ რუისში 5 სტადიონია, 2 საჭიდაო მოედანი, 1 სპორტული კომპლექსი, 2-იც სპორტული დარბაზი.

მიუხედავად ამ განმარტებებისა, მიწის გასხვისებით უკმაყოფილო რუისელები სასამართლოში ჩივილს კვლავ აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ კონკრეტული, ამ შემთვევაში, რუსული კომპანიის ბიზნესინტერესებით ხელისუფლებაა დაინტერესებული.

რაც შეეხება ,,ბიგ სერვისს", ის ქარელის მუნიციპალიტეტისგან ითხოვს 56 ათასს დოლარს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაიხადა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.