Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ჩემი სახურავი არსად ახდილა, მანდ რა მოხდა, გავარკვევ" - კომპანიის დირექტორი
კომპანია ,,მშენებელი 2013"-ის დირექტორი მამია ბორცვაძე გორის
მერიაში უკვე დაიბარეს. ის ინფრასტრუქტურის სამსახურის
წარმომადგენლებს 4 ივნისს შეხვდება.
გვითხრა, რომ სავარაუდოდ სახურავის ახდა კომპანიის ბრალეულობა არ იქნება, რადგან მას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს: ,,ჩვენს კომპანიას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. არა მარტო, შიდა ქართლში, არამედ კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში" - ამბობს მამია ბორცვაძე.
მისი განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი კომპანიის წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაო ასე მოკლე მონაკვეთში ,,ქუჩაში გადმოცვივდა".
,,არის ხოლმე შემთხვევა, რომ სახურავს გარანტია 2 ან 3 წელი აქვს. მაგ შემთხვევაში გავერკვევი ზუსტად, როგორ იყო. მე ვიცი, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დავასრულეთ, მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდა" - ამბობს მამია ბორცვაძე.
გორის მერი ამბობს, რომ მისი სამსახური საკითხს დეტალურად შეისწავლის. უნდა აღინიშნოს, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2017 წელს აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზედამხედველობდნენ.

2017 წლის მარტში ქალაქ გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სტალინის #1 კოპუსის სახურავის რეაბილიტაციის შესახებ. ტენდერში კომპანია ,,მშენებელი 2013"-მა გაიმარჯვა.
ტენდერში სულ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება 26 000 ლარი იყო.
პროექტის მიხედვით, კომპანიამ მანამდე არსებული სახურავი მთლიანად მოხსნა და ახალი დაამონტაჟა. ასევე, ახალი სამერცხლულები დამონტაჟდა. ხელშეკრულებაში ცვლილება ორჯერ განხორციელდა. როგორც ირკვევა, სამუშაოების დროს გამოთავისუფლდა გარკვეული თანხები და ის სხვადასხვა კოსმეტიკურ სამუშაოებზე მიმართეს.
სამუშაოები შეამოწმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგნიძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რასაც ზემოთმოცემული ფოტო მეტყველებს.

უფრო ადრე, 2013 წლის მარტში, გორში რამდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანდა. სტალინის ქუჩაზე არაერთი კორპუსის სახურავი გადმოვარდა, საკმაოდ დაზიანდა ასევე კომბინატის დასახლებაში მდებარე კორპუსების სახურავები.
იმ პერიოდში, ქალაქ გორს თვით პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა და პირადად დაათვალიერა გორის ქუჩებში მიმოფანტული სახურავები. განმარტა, რომ ეს ის სახურავები იყო, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დაკვეთით გაკეთდა.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ წინა ხელისუფლებაზე უკეთეს სახურავებს გააკეთებდნენ.
2013 წლის სარეაბილიტაციო ნუსხაში მოხვდა სწორედ სტალინის #1 კოპურსის სახურავი. მაშინ აღნიშნული სახურავი კომპანია ,,ალონისმა" გააკეთა, რაშიც 141 400 ლარი დაიხარჯა.

II შემთხვევა - 2017
წელს

I შემთხვევა - 2013
წელი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |