Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასახლებაში აქცია
გამართეს. ადგილობრივები სასმელ წყალს ითხოვენ, რომლებიც კერძო
კომპანიებს აქვთ მიტაცებული.
სადგურ მეტეხის დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სოფელი მეტეხი კი, - მარჯვნივ:
,,ამ სოფლიდან თითქმის 3 კმ-იანი მილით გამოყვანილი გვაქვს წყალი. ვიდრე სოფლამდე მოვა, ეს წყალი გვერდით მიერთებული მილით მიედინება კერამიკის ქარხანაში და საქონლის სასაკლაოზე" - გვითხრეს ადგილობრივებმა.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, გასულ წელს, 207 000 ლარი სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა:
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა" - გვითხრეს აქციის წევრებმა. მოსახლეობა მთავრობისგან რეაგირებას ელოდება.

კასპში კერამიკის ქარხანა 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ის "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გახსნა.
საწარმო "საპარტნიორო ფონდისა" და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია "კერამიკა ელ ტორენტეს" ერთობლივი პროექტია.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, სასმელი წყალი სადგურ მეტეხის დასახლებისთვის გათვალისწინებული მილიდან მიიყვანეს.
სადგურ მეტეხის დასახლებაში მოსახლეობას წყალს კერძო კომპანიები პარავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასახლებაში აქცია
გამართეს. ადგილობრივები სასმელ წყალს ითხოვენ, რომლებიც კერძო
კომპანიებს აქვთ მიტაცებული.სადგურ მეტეხის დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სოფელი მეტეხი კი, - მარჯვნივ:
,,ამ სოფლიდან თითქმის 3 კმ-იანი მილით გამოყვანილი გვაქვს წყალი. ვიდრე სოფლამდე მოვა, ეს წყალი გვერდით მიერთებული მილით მიედინება კერამიკის ქარხანაში და საქონლის სასაკლაოზე" - გვითხრეს ადგილობრივებმა.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, გასულ წელს, 207 000 ლარი სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა:
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა" - გვითხრეს აქციის წევრებმა. მოსახლეობა მთავრობისგან რეაგირებას ელოდება.

კასპში კერამიკის ქარხანა 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ის "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გახსნა.
საწარმო "საპარტნიორო ფონდისა" და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია "კერამიკა ელ ტორენტეს" ერთობლივი პროექტია.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, სასმელი წყალი სადგურ მეტეხის დასახლებისთვის გათვალისწინებული მილიდან მიიყვანეს.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








