Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სახლი ძამის გზაზე
კართან დღესაც შემორჩენილია წარწერა: ტყემლოვანას მედპუნქტი. ამბულატორია სახლში ჰქონდათ გახსნილი. ამჟამად, დანგრევას უპირებენ, თუმცა ადგილობრივი მკვიდრის თქმით, სახლის სანაცვლოდ რეესტრში რეგისტირებული მეპატრონე ან კომპენსაციას მიიღებს, ან ახალ მსგავს სახლს ოდნავ მოშორებით აუშენებენ.

ერთსართულიან ხის სახლს ყოველზაფხულს თამილა გაგლოევი აკითხავს. ის ამჟამად ვლადიკავკზაში ცხოვრობს. საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, მისი თაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ახალგაზრდობის წლები იქ გაატარა, ცხოვრება ახლიდან დაიწყო. მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში. წელიწადზე მეტია საკუთრების უფლების მოპოვების მცდელობა უშედეგოა.

 




ერთსართულიან ხის სახლს ყოველზაფხულს თამილა გაგლოევი აკითხავს. ის ამჟამად ვლადიკავკზაში ცხოვრობს. საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, მისი თაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ახალგაზრდობის წლები იქ გაატარა, ცხოვრება ახლიდან დაიწყო. 



თამილა გაგლოევმა საჯარო რეესტრის ქარელის განყოფილებას 2019 წლის იანვარში მიმართა. განცხადების ავტორი უთითებს, რომ საცხოვრებელი სახლში, მის გარდა, მისი მშობლებიც ცხოვრობდნენ.

სოფელ ტყემლოვანის საკომლო ჩანაწერები ხაშურის არქივში ინახება. არქივის უფროსმა საჯარო რეესტრს 1986, 1995; 2001 და 2002 წლების ს მასალები მიაწოდა. აღნიშნულ მასალებში, თამილა გურამის ასული გაგლოევი არ აღმოჩნდა. ეს დოკუმენტები შედგენილია ქარელის რაიონის სოფელ ზღუდრის მეურნეობის მიერ.



1986 წლამდე არსებული ჩანაწერები კი ხაშურის არქივს არ წარმოუდგენია. საჯარო რეესტრი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელია რეგისტრაციაში სახლის გატარება. ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში, როგორც საჯარო რეესტრის წერილშია აღნიშნული, აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაა.

2019 წლის აგვისტოს თამილა გაგლოევმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიას მიმართა. კომისიას განუცხადა, რომ იგი მამა-პაპურ სახლს ,,თვითნებურად ფლობს".



ქარელის მერიის აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ვერ დადგინა თამილა გაგლოევის მხრიდან სახლის ფლობა. მერის პირველი მოადგილის, ვლადიმერ სულაქველიძის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ სახლი არ უნდა მიეცეს თამილა გაგლოევს.

ამასობაში კომპანია ,,ბლექსი გრუპის" სამშენებლო ტექნიკა უკვე მიუახლოვდა სახლს. კომპანიას გვერძინეთიდან-ტყემლოვანამდე ახალი გზა გაჰყავს. სახლი ნგრევის ზონაში მოყვა.

2020 წლის იანვარში, ქარელის მერიის აღიარების კომისიას მიმართა სოფელ ქვენატკოცაში მცხოვრებმა იოსებ გოგიჩაშვილმა. მისი განმარტებით, ამ სახლს თვითნებურად ფლობს და ითხოვს დაკანონებას. აღიარების კომისიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.