Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ზაზა გახელაძის ოჯახი ცხინვალიდან ინფორმაციას მეოთხე დღეა უშედეგოდ ელოდება
33-წლის ზაზა გახელაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ოჯახი მეოთხე დღეა ელოდება. გახელაძე, 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. 

მისი გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ერგნეთში აქცია გაიმართება. განცხადებები გავრცელა ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციაშიც. დე-ფაქტო ხელისუფლებას და მის დაქვემდებარებაში მყოფ საინფრმაციო საშუალებებს 11 ივლისის შემდეგ არავითარი ცნობები გაუვრცელებია.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

სახალხო დამცველის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გადაადგილების, საკუთრების, განათლების მიღების თუ სხვა ადამიანის უფლების სისტემატიური შეზღუდვა.

,,სამწუხაროდ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ბოიკოტის გამო 2019 წლის შემდგომ შეჩერებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა, ხოლო ინდივიდუალური თუ სისტემური ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით არაეფექტიანია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. ამ ფონზე აუცილებელია სახელმწიფომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და ჩართულობით გაააქტიუროს მოქმედი ფორმატების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით განიხილოს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტიანი და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა და არსებული ფორმატების გამოყენება, რათა შესაძლებელი იყოს სწრაფი და დროული მოქმედებების განხორციელება." - განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნება ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო, კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

,,სადამკვირვებლო მისიის ცხელი გააქტიურდა 11-ჯერ. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის მიზნით. ამას მოწმობს ევროკავშირის მისიის განცხადება და აშშ-ს საელჩოს გამოხმაურება" - განაცხადა ირაკლი ანთიძემ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.