Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის მოსანახულებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მუშაობას აგრძელებს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ცდილობენ მოინახულონ ზაზა გახელაძე, რომელიც ცხინვალის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია ქარდავამ გვითხრა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

,,იცით, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. კორონავირუსის გამო, პროცედურები გართულებულია და, შესაბამისად, ამ პროცედურების დაცვით, შევეცდებით მოვინახულოთ ზაზა გახელაძე" - აცხადებს მაია ქარდავა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაკავებულის მონახულების მოთხოვნით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

მაია ქარდავას ზუსტი ინფორმაცია არა აქვს, თუ რა სახის ჭრილობა აქვს მიღებული დაკავებულს. ,,როგორც კი მოგვეცემა ნახვის შესაძლებლობა, ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით ოჯახს. ჩვენი წარმომადგენლები შეეცდებიან მოიპოვონ ეს ინფორმაცია. პირისპირ შეხვედრის საშუალება აუცილებლად უნდა მოგვეცეს" - ამბობს მაია ქარდავა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. ოსური მედიის ცნობით, დაკავება ახმაჯის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ახალგორის რაიონს ეკუთვნის. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საკუთარ განცხადებაში უთითებს, რომ ზაზა გახელაძე შეიარაღებული იყო და ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპირისპირო სროლა მოყვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.