Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გადათხრილი გორი - კომპანიამ სამუშაოების 68% შეასრულა
გორის ქუჩებში მილების მონტაჟი 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი კვირის შემდეგ, გადათხრილი ადგილების მოასფალტება 15-16 აგვისტოს აწარმოეს.

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ერთი თვის ვადაში, 31 აგვისტოს გაფორმდება. ამ დრომდე, კომპანიას უფლება აქვს მოამზადოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხს დაადასტურებს და საბოლოო თანხას მიიღებს.

როგორც გავარკვიეთ, 11 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია ,,კაპიტელმა" სამუშაოების 69% შეასრულა. 330 000 ლარი უკვე გადაურიცხეს. ტენდერით გათვალისწინებულია სულ 477 000 ლარი.

ჯერ უცნობია, რა შინაარსის იქნება ექსპეტიზის დასკვნა, თუმცა გორის მერიის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ ,,ოპტიმალ გრუპმა" ფარული დაკვირვება ცალკე აწარმოა. 11 აგვისტოს შედეგნილი მისი დასკვნის მიხედვით, ,,კაპიტელის" მიერ შესრულებული სამუშაოები კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.

ამავე საზედამხედველო კომპანიამ მილებში წყლის რაოდენობა და წნევის სიდიდე შეამოწმა. გატესტვის დროს, ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა.

ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ რეალურად ამ პროექტის უკან დიდი ბიზნესინტერესები დგას.

როგორც ვწერდით, გორის მერიას სურს, რომ წმინდაწყალზე, მიწის ქვეშ დაგროვებული წყლით გორში არსებული სკვერები და გაზონები მორწყოს. გორის მერიის ცნობით, წმინდაწყალზე დაახლოებით 18 ჰა მიწის ქვეშ, წყალია დაგროვებული.

ამჟამად ეს წყალი მდინარე მეჯუდაში ჩაედინება, თუმცა ეს ღონისძიება არაა საკმარისი იმისათვის, რომ წმინდაწყლის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ არსებული წყალი სრულად დაიწრიტოს. ამ პრობლემის გამო, უამრავ კერძო თუ იურიდიულ პირს მიწის რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან.

წმინდაწყალი ეს ის ადგილია, სადაც ურბანული განვითარება ყოველწლიურად იზრდება და ახალ-ახალი ტერიტორიების ათვისება ხდება.

წყლის დაწრეტვის შემდეგ, ზედაპირზე მიწის ფართობების გასხვისება დაიწყება ან უკვე მიტაცებულ ნაკვეთებს დაარეგისტრირებენ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.