Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
თუ ბიბილოვი არ გადადგება, კოკოითი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ
კოკოითი ანატოლი ბიბილოვს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ კოკოითი ცხინვალში ჩასვლას აპირებს, თუმცა მისი განცხადებით, თუ ბიბილოვი 31 აგვისტომდე გადადგება, ცხინვალში აღარ ჩავა.
,,მე მოგმართავ თხოვნით, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თხოვნა. ვერ მიაღწევ იმას, რომ მე არ დავბრუნდე სამხრეთ ოსეთში. შენ ეს არ გამოგივა. მე ვიქნები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ თუ შენ ამის ძალიან გეშინია, მე გაძლევ სიტყვას: მე არ ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, თუ შენ 31 აგვისტოს 12 საათზე გადადგები და არ აწამებ ოს ხალხს" - განაცხადა ვიდეომიმართვაში კოკოითმა.
კოკოითის თქმით, შეცდომა დაუშვა 2011 წელს, როდესაც პოლიტიკური არენა ანატოლი ბიბილოვს დაუთმო, ხოლო 2017 წელს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
,,დღეს, ჩემს ხალთან ერთად, მივაღწევ იმას, რომ იგორ ნანიევმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, ზალინა ლალიევამ და მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პასუხი აგონ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო" - აღნიშნა მან.
კოკოითი ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება და, როგორც თავად აცხადებს, ითვალისწინებს მეგობრების თხოვნას და ცხინვალში ჩასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
,,არანაირი წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩემი ჩამოსვლისა, არ არის. " - განაცხადა მან.
მანამდე მედია იუწყებოდა, რომ პოლიტიკოსს ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთში არ უშვებდნენ.
შეგახსენებთ, 2020 წლის 28 აგვისტოდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა. იზოლატორში 28-წლის ინალ ჯაბიევის წამებისა და შემდეგ მისი გარდაცვალების გამო, ქალაქის ცენტრში გამოსვლები დაიწყო. ბიბილოვმა გადააყენა მთავრობა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი, ბიბილოვის გადადგომას ითხოვს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |