Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
პრეს-სამსახურის ცნობით, შერიგების მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროსპრეს-სამსახური იტყობინება. პრეს-რელიზის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა.

სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის-ხელოვნების სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე რვა წელია ფუნქციონირებს, რის შემდეგაც მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. თეა ახვლედიანი ადგილობრივი მეწარმე-ფერმერის მიერ გაშენებულ ნუშისა და კაკლის ბაღებშიც იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული. სახელმწიფო მინისტრი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმრა და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

"გამყოფი ხაზის გასწვრივ სამუშაო, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვეწვიეთ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში ოკუპაციით და მავთულხლართებით ყველაზე დაზიანებულ რამდენიმე სოფელს, სადაც ადგილზე პირადად გავეცანი არსებულ ვითარებას. ვეწვიეთ ატოცს, დვანს, ნიქოზსა და ერგნეთს, სადაც ასევე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვიმსჯელეთ მათ საჭიროებებზე ისევე, როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთისმიზნით"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.