Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,ქართლზე გადის ფრონტის ხაზი'' - კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა გორში [R]
,,ჩემთვის პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოვდივარ საქართველოს გულში, შიდა ქართლში, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, გორში.

სწორედ აქ, ამ ქალაქმა გადაიტანა საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები აღიზრდებიან.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ, გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს. სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს. ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს. ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს.

თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას, იმის ნაცვლად საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა.

პირადად მე, როდესაც 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და ბევრ ნაცნობ ადამიანს შევხვდი, ვისთან ერთადაც, შეიძლება ითქვას, გორის მიმდებარე სოფლები ფეხით შემოვიარეთ, გვახსოვს, თუ როგორი აგრესიით შეეცადა დაგვპირისპირებოდა მაშინდელი რეჟიმი.

ამან მხოლოდ და მხოლოდ განგვიმტკიცა რწმენა, რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა მოიგო და წარმატებით დაასრულა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის პატივისცემა და ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის დასრულება გახდა ქვეყანაში, რაშიც თქვენი როლი და წვლილი არის არის ძალიან დიდი და ამისთვის მინდა, თითოეულ მათგანს, იმათაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძლო მოსვლა, მადლობა გადავუხადო.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე, იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის. ჩვენ ჩვენი ყოვედლღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.