Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ძლევიჯვრის სკოლიდან სამშენებლო კომპანია გააქციეს - ბრალდების ადრესატი მერიაა
,,არ იყო წყალი, არ იყო შუქი..." - აცხადებს კომპანია ,,ნიუ კომპანის" წარმომადგენელი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესი მიატოვა.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სამუშაოები მხოლოდ 40%-ითაა შესრულებული. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ქარელის მერიას ამ პროექტის განხორციელება რომელიმე ადგილობრივი კომპანიისთვის სურდა და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

,,ჩვენ დეტალურად მივუთითეთ ის მიზეზები, რამაც გამოიწვია სამუშაოების არდასრულება. ფაქტობრივად, არანაირი პირობები დაგხვდა სოფელში. ელემენტარულად, წყალი არ იყო ადგილზე და შორი მანძილიდან გვიწევდა ზიდვა. სკოლაში კი არა, მგონი სოფელშიც არ იყო წყალი" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ,,ნიუ კომპანი"-მ სამუშაოები დროულად ვერ შეასრულა: ,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სამუშაოები ვერ დასრულდა და კომპანიამ თავადვე შეწყვიტა მუშაობა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა" - აცხადებენ მერიაში.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ობიექტური მიზეზები გადაიქცა სუბიექტურ მიზეზად:

,,პრობლემების არსებობის გამო, ვითხოვდით პროექტისა და შესაბამისად ხარჯთაღვრიცხვის შეცვლას. მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ დაგვიმტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა, რაც უკვე აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და პირველად მივიღეთ მონაწილეობა ქარელის რაიონში და ასეთი მოულოდნელი რამ დაგვხვდა" - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ქარელის მერიამ სასწრაფოდ ,,მოძებნა" ახალი კომპანია და მასთან პირდაპირი ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. ეს ახალი კომპანია ,,ნიკა 2000"-ია, რომელმაც ორ კვირაში უნდა დაასრულოს დარჩენილი 60%-ის სამუშაოები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.