Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ან ბიბილოვი, ან ხალხი" - ცხინვალში ოპოზიციონერების დაჭერა დაიწყო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სამმაგი მკვლელობის ბრალდებით პარტია ,,ნიხასის" ლიდერის ალან გაგლოევის ძმა, ალექსანდრე გაგლოევი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ნიხასის" წევრები ავრცელებენ.

ზიტა ბესაევის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლები ,,ნიხასის" ოფისშიც მივიდნენ. ,,ურუზამ ჯაგაევი ტერორზე გადავიდა, ეს არის უსამართლობა" - აცხადებს ზიტა ბესაევი. ალექსანდრე გაგლოევის შემდეგ, იმავე ბრალდებით, მისი ძმა, ალან გაგლოევი დააკავეს.

ცხინვალში დაგეგმილი მშვიდობიანი მიტინგი ჩატარდა. ცხინვალის მერიას ნებართვა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა გაცემული. მომიტინგეებს უფლება ჰქონდათ თეატრის ეზო საღამოს 22 საათამდე დაიკავებინათ.

,,დღევანდელი მიტინგის ლოზუნგი იქნება - ან ბიბილოვი, ან ხალხი" - ასეთი იყო ერთ-ერთი ოპოზიონერის განცხადება, რომელმაც ფოტო მიტინგის დაწყებამდე გადაიღო შემდეგი წარწერით: ,,ჩვენ ვიკრიბებით.''

ცხინვალში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც იზოლატორში 28-წლის ინალ ჯაბიევი აწამეს, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბიევის სიკვდილს დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა მოყვა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

მიუხედავად ამისა, ბიბილოვის ოპოზიცია ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ბიბილოვმაც უნდა აიღოს და გადადგეს. ყოფილი ,,პრეზიდენტი'' ედუარდ კოკოითი კი ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. მან პირობა დადო, რომ რომ თუ ბიბილოვი 31 აგვისტოს 12 საათამდე არ გადადგემოდა, მშობლიურ მიწაზე დაბრუნდებოდა და ბრძოლას დაიწყებდა.

მანამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგიევმა კომპრომატები გამოაქვეყნა, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და დეპუტატის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას.

რაც შეეხება გარდაცვლილ ინალ ჯაბიევს, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული, იზოლატორში ჩვენების მიღების მიზნით აწამეს. მასთან ერთად აწამეს კიდევ ორი პირი, რომლებიც გადარჩნენ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.