Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კალაძისა და გახარიას გაპიარების გამო კასპის საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმეს
კასპის საოლქო საარჩევნო
კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნების'' საჩივარი დააკმაყოფილა და
საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს
კომისიის სხდომაზე მიიღეს.
მხარეებიდან მხოლოდ ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ირმა კიტრიაშვილი ესწრებოდა. საკრებულოდან სხდომას არავინ დასწრებია. საჩივარი კი, კასპის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ქართული ოცნების" გვერდიდან მასალების გაზიარების ფაქტებს ეხებოდა. კერძოდ:
2020 წლის 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გაზიარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება/Georgian Dream - დან პოსტი. აღნიშნული პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობასა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით-#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის. ატვირთულ სურათებზე ჩანან პ/გ ,,ქართული ოცნების“ სახეები - კახი კალაძე და გიორგი გახარია.
ასევე 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გავრცელდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება / Georgian Dream - ი პოსტი, რაც პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ახლადაშენებული პროფესიული კოლეჯისა და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით - #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის და ატვირთულ სურათებზე ჩანან ქართული ოცნების სახეები.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ პარტიის სააგიტაციო პოსტების თვითმმართველობის ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქზე გაზიარება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.
,,ფეისბუქ გვერდი საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს, რომელზეც მუნიციპალიტეტი თავისი საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მისი ფუნქცონირებისთვის მინიციპალიტეტის სახსრები იხარჯება, მის მუშაობას, კი, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ. დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით." - აღნიშნავს ელენე ნიჟარაძე.
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. კასპის საკრებულო 2000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მასალები გორის სასამართლოს გადაეცა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |