Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლის მესამე კლასელთა ნაწილს წიგნები არ შეხვდა
გორის მე-9 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ნაწილს წიგნები არ შეხვდა. ამის შესახებ ერთ-ერთი მშობლის დედამ, qartli.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში სკოლიდან გამოხმაურებას ელოდებოდა, თუმცა ამაოდ. 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ქალაქის სკოლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მშობელმად ამ პერიოდში სკოლა არ შეაწუხა. დისტანციური სწავლების დასრულების შემდეგ, საკლასო ოთახში მისულ მოსწავლეს წიგნები მაინც არ დახვდა და სახლში წიგნების გარეშე დაბრუნდა.

,,ჩემი ბავშვი მესამე კლასშია. პირველი კლასიდანვე ამ სკოლაში სწავლობს. 16 სექტემბერს სწავლა რომ დაიწყო, წიგნების ნაწილი მისცეს, მაგრამ რაღაც წიგნები - არა. ვიფიქრეთ, პანდემიის გამო, სკოლას არ ეცალა და ამიტომ დაველოდეთ ორ კვირის გასვლას. ორი კვირის მანძილზე ბავშვები დისტანციურ რეჟიმზე სწავლობდნენ. გუშინ სკოლაში გამოვცხადდით, თუმცა ბავშვი სკოლიდან წიგნების გარეშე დაბრუნდა. არც ორი კვირის შემდეგ, მისცეს წიგნები. ვცადე გარკვევა სიტუაციის, აღმოჩნდა, რომ სხვა ბავშვებსაც აქვთ პრობლება წიგნებზე" - აცხადებს ბავშვის მშობელი.

qartli.ge გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ტერმაკოზაშვილს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, სხვადასხვა კლასში წიგნების ნაკლებობა შემდეგი ფაქტორების გამო, გაჩნდა. გაზაფხულზე სკოლებში წიგნების შეფასება და დათვლა ვერ მოახერხეს, სწორედ, პანდემიის გამო, რადგან მარტიდან მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და სკოლაში არ დადიოდნენ:

,,რამდენი ვარგისი და რამდენი უვარგისი წიგნია, ამის შეფასება და დათვლა სკოლებმა ვერ გააკეთეს. მაისში ვაკეთებთ ხოლმე მაგას, დაემთხვა პანდემიის პერიოდს. ასეთ სიტუაციაში, სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ახალი წიგნების შესყიდვა წინა წლების მონაცემების საფუძველზე მოახდინა. შესაბამისად, სხვადასხვა კლასში წიგნების რაოდენობა სხვადასხვაა. მაგალითად, სკოლამ თუ მეოთხე კლასში ორი ჯგუფი გაუშვა, მესამე კლასში მიიღო 2 ან 3 ჯგუფი სხვადასხვა რაოდენობით. ეხლა ამ წუთას რა პროცესში ვართ. სკოლებიდან ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის რა წიგნი აქვს მეტი რაოდენობის ან ნაკლები. სკოლები გვაწვდიან ინფორმაციას და სადაც ნაკლელობაა, იქ ვგზავნით.'' - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

იგი იმასაც დასძენს, რომ სამინისტროში ნაკლული წიგნების შესახებ, მონაცემები გაგზავნილია და ახალი ტენდერი გამოცხადდება.

პ.ს. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გორის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლებმაც მოგვწერეს, რომლებიც აცხდებენ, რომ არც პირველ კლასში დარიგდა წიგნები სრულად.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.