Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქარელში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდი აშენდება
ქარელში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტომ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვია, რომ ხიდი დაზიანებულია.

7 მ სიგრძისა და 11 მ სიგანის ხიდის დაშლისა და ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის გასაცნობად მოსახლეობას საჯარო განხილვაზე იწვევენ. განხილვა ინტერნეტსივრცეში, ,,ზუმის" პლატფორმაზე მოხდება.

ქარტლი.გე-მს მოიძია დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. ხიდი, რომელიც მდინარე სურამულაზეა აშენებული, აგარა-ქვენატკოცას შორის მდებარეობს.

,,ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი, როგორც სახელმწიფო ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვი და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის ობიექტების სასწრაფო რეაბილიტაცია/მშენებლობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.'' - აღნიშნულია ანაგრიშში, რომლის გაცნობას მოსახლეობისთვის აპირებენ.

ხიდის მდგომარეობა 2 წლის წინ 2018 წლის თებერვალში, შეისწავლეს.

,,საველე სამუშაოების დროს ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით სახიდე გადასასვლელზე აღმოჩენილი იქნა მრავალი დაზიანება და დეფექტი შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ღერძის უცვლელად აშენდეს ახალი სახიდე გადასასვლელი'' - აცხადებენ ექსპერტები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.