Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მუსიკის პედაგოგი გორში, რომელიც ონლაინ გაკვეთილის მეთოდს ახლა სტუდიაში იყენებს
" src= "images/temp/2020/10/07/39c83bfdd2f7e43200aab9b301c5a99a.jpg" border="0">კომპოზიტორმა და მუსიკის პედაგოგმა ნანა პავლიაშვილმა პატარა პანდემიის რთული პერიოდი მოსწავლეებს შეუმსუბუქა და ონლაინ გაკვეთილები მრავალფეროვანი და სახალისო გახადა. ამან იმდენად გაამართლა, რომ ახალი სასწავლო წელი ამ მეთოდით განაახლა, ოღონდ სტუდიაში.

როგორც პედაგოგი ამბობს, შემთხვევით ფუმფულა სათამაშო ნახა და ,,პიკო'' დაარქვა. ,,პიკო" მისი ონლაინ გაკვეთილების მეგზური გახდა.

" ონლაინ გაკვეთილების დროს, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჰო და ესეთი ვარიანტი მოვიფიქრე. ვიპოვე სათამაშო, დავარქვი პიკო და მე და პიკომ დავიწყეთ ონლაინ გაკვეთილები. მეტი ფანტაზია და მეტი მოფიქრება გჭირდება, რომ რაიმე გამოგივიდეს. ცოტა რთულია ასე შენთვითონ მოიფიქრო რამე ისე, რომ ბავშვს არ მობეზრდეს და თან სიმღერა დაიმახსოვროს. თავიდან პირველი გაკვეთილი პეპელაზე მქონდა თუ ბურთზე. ჯერ ვიფიქრე, რომ მხოლოდ სიმღერა მესწავლებინა. როდესაც ინსტრუმენტთან დავჯექი და მივიხედ მოვიხედე ძალიან ერთფეროვანი გარემო იყო. ამიტომ ავიღე ფერადი ფურცლები ამოვჭერი დავხატე ბავშვისათვის საინტერესო ფიგურები, მივაკარი პიანინოზე და თითქოს გავაფერადე გარემო. ბავშვებსაც მოეწონათ." - იხსენებს ნანა პავლიაშვილი.

ნანა პავლიაშვილი სიმღერას ჯერ ვიდეოს სახით წერდა, შემდეგ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში ტვირთავდა:

" როდესაც ბავშები ამ ვიდეოს უყურებდნენ და სიმღერას სწავლობდნენ, მშობლები მიგზავნიდნენ სურათებს, როგორ უყურებდნენ, რა რეაქცია ჰქონდათ. ჩართულები იყვნენ, საკმაოდ. არ მეგონა, თუ ასე ჩაერთობოდნენ და ძალიან მესიამოვნა. ახლა დავალებას რომ ვაძლევ და ვეუბნები, ამოჭერი ან დამიხატე, ძალიან უხარიათ."

პანდემია მისთვისაც დიდი გამოწვევა იყო. ამბობს, რომ რთულია დისტანციურად იმუშაო ბავშვთან, როდესაც საქმე მუსიკას და ხელოვნებას ეხება.

" ზოგადად, ბავშვთან რომ მუშაობ, ვინც მუშაობს, გამიგებს სწორად, თვალებში უნდა უყურო, სუნთქვა უნდა გესმოდეს. უნდა გრძნობდე ბავშვის რეაქციას, აურას, სულს. ასე, რა ვიცი, რთული იყო, სიმართლე გითხრათ. მაგრამ მაინც მიხარია, რომ თავი კარგად გავართვით"

რეპერტუარი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ფიქრობს რომ თითოეული სიმღერა მორგებული უნდა იყოს ბავშვი ბუნებაზე და ხმის ტემბრზე. როდესაც ბავშვს ესმის ის, რასაც მღერის უფრო მეტად ვითარდება და იზრდება.

" მე ვფიქრობ ბავშვმა უნდა იმღეროს გასაგები სიმღერა და ისეთი სიმღერა, რომელიც რაღაცას დაუტოვებს შემდეგ. როდესაც სიმღერას ვარჩევ პეპლებზე, ვყვები, საიდან ჩდება პეპელა, ანუ როცა მასალას ვიღებ, ვცდილობ რომ ბავშურ ენაზე მოვუყვე რას მღერის.'' - ამბობს ნანა პავლიაშვილი.

ონლაინ გაკვეთილები მარტიდან დაიწყო და არდადეგებამდე გაგრძელდა. შემოდგომიდან გარკვეული რეკომენდაციების დაცვით, სასწავლო პროცესი სტუდიაში განახლდა.

 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.