Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპის სოფელ კოდისწყაროში მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ.

ამის მიზეზი სოფელ კოდისწყაროში ქიმიური მასალის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის მშენებლობაც დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.

სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო, ადგილობრივები შიშობენ რომ როდესაც წარმოება დაიწყება, გამონაბოლქვი ონკოლოგიური დაავადებებს გამოიწვევს და მოსავლიანობაც შემცირდება. მათ ამის დასტურად დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობაც მოჰყავთ, დოკუმენტებში წერია რომ აღნიშნულ სოფელში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია, რეალურად კი 35 გრადუსს აჭარბებს. საწარმოს კომპანია შ.პ.ს ,,უნივერსალური ჯგუფი'' აშენებს, რომლის დირექტორიც მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს.

Qartli.ge-მ გაარკვია, თუ რა საწარმო შენდება კოდისწყაროში. ეს იქნება მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჯერ არ არსებობს.

საპროექტო შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებული იქნება ნედლეულის და მიღებული პროდუქციის რეზერვუარები წარმოადგენს დატკეპნილი გრუნტის ფენას - ე.წ. ტექნოგენურ გრუნტს, კენჭნარებით, ქვიშებით და თიხებით, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებელია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში ფუნქციონირებდა სამშენებლო ბლოკის საამქრო, ხოლო უკანასკნელ წლებში - მეცხოველეობის ფერმა. როგორც საპროექტო საქმიანობისათვის განკუთვნილი შენობა, ასევე მის მიმდებარედ, მისგან დასავლეთით არსებული ორი შენობა, რომლებშიც ამჟამად სამეწარმეოსაქმიანობა არ ხორციელდება - გამოყენებულია საწყობად. საპროექტო შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოყენებული იქნება სამეწარმეო მიზნით შემოიღობება მავთულბადით.

ტერიტორიის შემოგარენში ძირითადად განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

საპროექტო ტერიტორიის სამხრეთით, მისგან 110 მეტრის დაშორებით განთავსებულია შპს ,,მამულის'' სამაცივრო ინფრასტრუქტურა, რომელიც უკანასკნელ წლებში არ ფუნქციონირებს.

პროექტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი საქმიანობისთვის გამოყოფილი ფართობი განთავსებულია სოფ. კოდისწყაროს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან უკიდურესი სამხრეთით. უახლოეს მოსახლესა და საპროექტო საწარმოს საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი შეადგენს 38 მეტრს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი მდებარებს საწამოდან სამხრეთით, 1300 მეტრ მანძილზე, ასევე საწარმოდან სამხრეთით 220 მეტრის დაშორებით მიედინება უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტი - მდ. თორთლა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.