Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლაში კორონავირუსი მანდატურს დაუდასტურდა
გორის მეცხრე სკოლის მანდატურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის გამო სასწავლებელი დღეს ერთი დღით წყვეტს მუშაობას. წინ შაბათ-კვირას დღეებია და სკოლის ადმინისტრაცია ეპიდკვლევების შედეგებს დაელოდება.

გორის რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით სკოლა ორშაბათიდან ყველა რეკომენდაციის დაცვით გააგრძელებს მუშაობას. 

,,მგონი ორშაბათს ჩვეულებრივ გავაგრძელებთ. სკოლაში არ უჩანს კონტაქტები. პირბადესაც არ იხსნიდაო. მხოლოდ მეწყვილე გადავა თვითიზოლაციაში. დაველოდებით მოკლედ ჯანდაცვის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის"-გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, მეცხრე სკოლის მანდატურის ინფიცირების წყაროა მეთორმეტე სკოლის მანდატური, რომელიც თავის მხრივ პატრულის თანამშრომლისგან დაინფიცირდა.

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, სიმონ გულედანმა წერილობით გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, აქედან 2 პაციენტს აქვს შიდა ქართლში მხოლოდ იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი შემხებლობა არ ჰქონია რეგიონთან.

2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების წყაროს შესახებ მიმდინარეიბს ეპიდკვლევა, აღნიშნული 8 პირიდან უმეტესობა გატესტილია თბილისში სხვადასხვა ლაბორატორიაში.

,,ამჟამად შიდა ქართლში სულ გვყავს 153 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, მათგან 37 მკურნალობს ბინაზე. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, 787 პირია გადაყვანილი თვითიზოლაციაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. გარდაიცვალა - 11 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში - ერთი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.