Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორელი ექიმი მოქალაქეებს მიმართავს
ექიმი გია მღებრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ის გორში მუშაობს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა:

,,მოგმართავთ ყველას! ნაცნობსაც, უცნობსაც, შინაურსაც, გარეულსაც, მტერსაც და მოყვარეს. მდგომარეობა მართლა საგანგაშოა. აქ აღარ მინდა კითხვა არსებობს, არ არსებობს. არსებობს და თანაც ძალიან ვერაგია. ბევრი ჩემი თვალით ვნახე, ბევრი ჩემი კოლეგებისაგან მოვისმინე. ძალიან გთხოვთ თავს გაუფრთხილდით, რადგან ასე თუ გაგრძელდა ელემენტარულად ექიმი და ექთანი არ გეყოლებათ რომ მოგხედონ, რადგან ჯანდაცვის სერვისაც აქვს თავისი რესურსი, რომლის დეფიციტის ნიშნები უკვე სახეზეა. ელემენტარულად მოერიდეთ დიდ თავშეყრებს. გაიკეთეთ ეს დასაწვავი პირბადე. (მთელი დღე მიკეთია და არ ვკვდები) და დაიცავით დისტანცია. თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან.'' - აცხადებს გია მღებრიშვილი.

შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 37 შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, რეგიონში 192 ინფიცირებულია.

,,შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა. აქედან ნაწილი უკვე ცნობილი კლასტერის კონტაქტია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირების წყაროს დასადგენად. ამ ეტაპზე შიდა ქართლში გვყავს 192 ინფიცირებული, მათ შორის 53 მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 919 პირი.'' - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

რეგიონების მიხედვით, განაწილება ასეთია:

ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში - 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში - 37, ქვემო ქართლში - 39, გურიაში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 13 და კახეთში კი 11", - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 8.

ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ - 8 060-ს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 136-ს მიაღწია.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.