Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
618 000 დოლარის გატაცების ისტორია გორში
1998 წლის ნოემბერში საქართველოს საფოსტო ბანკის გორის ფილიალში გორელი ძმების - ბიზნესმენების ანგარიშზე ჩაირიცხა 618 000 დოლარი. ეს ფული, მაშინდელი პროკურატურის მტკიცებით, წარმოადგენდა რუსეთში გაყიდული სპირტის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას. გადმორიცხული თანხა ეკუთვნოდა ინგლისურ ფირმა ,,ბასტონ ენდ ფერმინჯერს" .

,,საქართველოს საფოსტო ბანკის გორის ფილიალის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გამგეკონტროლიორი 1998 წლის ივლისიდან ცვლაში მეწყვილესთან ერთად შეთავსებით ასრულებდა ფილიალის ღამის დარაჯის მოვალეობასაც. მან იცოდა, რომ ძმები ა-შვილები საბანკო ოპერაციების დარღვევით სისტემატურად ღებულობდნენ ინგლისური ფირმა "ბასტონ ენდ ფერმინჯერის" კუთვნილი სპირტის, რუსეთის ფედერაციაში რეალიზაციის შედეგად მიღებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რაც შემდგომ ბიზნესმენს საინკასაციო წესების ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაჰქონდა ქ. თბილისში. გამგეკონტროლიორი უკმაყოფილო იყო ძმები ბიზნსმენების მიერ მისთვის გადახდილი შრომის ანაზღაურებით, განიზრახა თანხების ტრანსპორტირებისას თავდასხმის გზით მისი გატაცება.'' - წერია პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში.

,,განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გამგეკონტროლიორი დაუკავშირდა თავის მამიდაშვილს, ამჟამად ძებნაში მყოფს. ამ უკანასკნელს შეხვდა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოილაპარაკეს ბიზნესმენზე ფულის წასართმევად თავდასხმის განხორციელება. 1998 წლის 2 ნოემბერს გარეკონტროლიორმა დაინახა რა, რომ ბიზნესმენი თბილისში წასაღები ფულით გამოვიდა ბანკიდან, ჩაჯდა მანქანაში და გაემგზავრა თბილისის მიმართულებით. კონტროლიორმა გზიდან შეატყობინა მამიდაშვილს. ეს უკანასკნელი შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად 1998 წლის 2 ნოემბერს, 10:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურთან ყაჩაღურად თავს დაესხა ბიზნსმენს და მის მეუღლეს, რომლებსაც გასტაცეს 618 000 აშშ დოლარი, გაზის პისტოლეტი და მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.'' - წერია საბრალდებო დასკვნაში.

დოლარის კურსი 1998 წლის დეკემბერში იყო 2,45 ლარი. თუმცა, 1999 წლის თებერვალში ჩამოვიდა 1,69 ლარამდე.

შიდა ქართლის პროკურატურამ, ბრალი წაუყენა დაცვის თანამშრომლებს, რადგან, აღიარებითი ჩვენებების მიხედვით, ფულის არსებობის შესახებ, თავდამსხმელებს მათ აცნობეს. ბანკის დაცვის თანამშრომლებს 10-10 წელი მიუსაჯეს. ორ გამტაცებლებს კი, ვეღარ მიაგნეს. საქმე უზენაესმა სასამართლომ 2000 წლის 31 მარტს განიხილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

იხ. ამავე თემაზე:

10 ყველაზე დიდი ძარცვა გორის რაიონში
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.