Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ,,ტოლერანტობის ქომაგი - 2020"- ის წოდების მფლობელი გახდა
2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტრადიციულად აღნიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

ტრადიციულად საბჭოებმა წელსაც დააჯილდოვეს 2020 წლის "ტოლერანტობის ქომაგები".

ნომინაციაში ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ გამოავლინა ორი გამარჯვებული: მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობებისსამეცნიერო-კვლევითიცენტრი.

ცენტრი დაარსების დღიდან აწყობს ქართულ-ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებს; ცენტრს თავისი საქმიანობით გამორჩეული წვლილი შეაქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობების აღდგენის, ხელშეწყობისა და სამშვიდობო ურთიერთობების საქმეში, მას ამ თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.

ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის "ტოლერანტობის ქომაგის" ტიტული ასევე მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს: მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს.

მარია ფილინა - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მარია ფილინა მრავალი წელია სწავლობს ქართულ-პოლონურ და ქართულ-რუსულ ლიტერატურულ კონტაქტებსა და პოლონელთა მემკვიდრეობას საქართველოში და მთელ კავკასიაში. 1995 წ. მარია ფილინამ დაარსა საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "პოლონია", რომლის თავმჯდომარე გახლავთ.

ნაირა ბეპიევი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალური "მოამბის" რედაქტორი. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

ნაირა ბეპიევი ავტორია მრავალი ქართულ-ოსური სახელმძღვანელო წიგნისა. იგი წლების განმავლობაში ხელს უწყობს ქართველთა და ოსთა შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენას.

უფრო ვრცლად იხილეთ:
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.