Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სამი დიდი არხი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ,
განადგურებული იყო, აღდგება. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში
მიმდინარეობს. დღეს არსებული სიტუაცია ადასტურებს, რომ ერგნეთის
მოლაპარაკებების შედეგად, ტირიფონის წყლის გაშვების შესახებ,
გადაწყვეტილება მიღებულია.
ჯამში, 17 კმ-იანი მონაკვეთი კეთდება, რომლითაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 30-მდე სოფელი მოირწყვება. მათ შორის, ოსური სოფლები - დიდი და პატარა რენე, ნიგოზა, ყარაფილა...
საქართველოს მთავრობა არ განმარტავს იმ დეტალებს, თუ როგორ იქნა მიღწეული ეს შეთანხმება, რადგან წყალი, რომელიც სამივე არხში გაეშვება, ნადარბაზევის ტბიდან უნდა წამოვიდეს.
ნადარბაზევის ტბა კი, ტირიფონის არხიდან სააზრდობს. ტირიფონის არხის სათავეს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.
სოფელ ნიგოზაში მცხოვრები ილია მუზაშვილი ამბობს, რომ ნადარბაზევის ტბას ავსებენ სოფელ ხურვალეთიდან. ტირიფონის არხის ბოლო წერტილი ხურვალეთია, საიდანაც წყალი საქაჩებით ნადარბაზევის ტბაში აყავთ.
ხუვალეთამდე კი არხმა სოფელი წინაგარა უნდა გამოიაროს, წინაგარა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული:
,,ტირიფონის სისტემა იწყება ლიახვის დიდი არხიდან, ავსებენ ნადარბაზევის ტბას, ქმნიან რეზერვერს და მერე უშვებენ სხვადასხვა არხებში. აქედან ირწყვება ჩვენი ნაკვეთებიც. აქამდე ვერ ხერხდებოდა. არ მოახერხეს თუ ვერ ხერხდებოდა, ფაქტია არ გვქონდა წყალი." - ამბობს ილია მუზაშვილი.

მისი თქმით, ტირიფონის სისტემა ვიდრე ხურვალეთს მიაღწევს, გაიაროს ქართლის სოფლები: კირბალი, ბერშუეთი, წინაგარა და ბოლო არის ხურვალეთი.
,,ხურვალეთში უყენიათ დიდი ტუმბოები. რომლითაც მერე ტუმბავენ ნადარბაზევის ტბას, ავსებენ... ,წინაგარა თუ არ გამოიარა, წყალი ვერ მოვა ხურვალეთამდე. საბოლოო დანიშნულებამდე ვერ მოვა. ისე, რომ აუცილებლად უნდა გამოიაროს ეგ წინაგარა." - განმარტავს ილია მუზაშვილი და მოხარულია, რომ საბოლოოდ ამ არხის შესახებ მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალები მოსახლეობისთვისაც უცნობია.
ჩობალაურში მცხოვრები ლალი ხანდოლიშვილი სოფელში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ,,ძალიან სწრაფად აკეთებენ. დილით ადრე მოდიან მუშები. მშრომელი ხალხია და კარგად აკეთებენ. ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს. ჯერ ერთ გზას გააკეთებენ, რომ არ შეწუხდეს ხალხი. ძროხის შესასვლელი იყოს. ძალიან კარგად, შეთანხმებულად მუშაობენ და კმაყოფილები ვართ ყველანი. სოფელში გაზიც შემოიყვანეს, წყალიც და ფაქტიურად სახლი აღარაა სოფელში, რომელიც შეგიძლია იყიდო. ბრუნდებიან სოფელში" - ამბობს ლალი ხანდოლიშვილი.
,,ნადარბაზევის ტბიდან ადრეც მოდიოდა, მაგრამ ომის შემდეგ აღარ მოგვცეს წყალი და აღარ იყო სარწყავი წყალი. სოფელში ყველაფერი გვქონდა, ისეთი დიდი ბაღები იყო, ვენახიც იყო, ვაშლებიც იყო, ყველაფერი იყო და რაც არხი აღარ არის, იმის შემდეგ ყველაფერი გადახმა. დაიცალა სოფელი. ქალაქში წავიდნენ ყველაფერი. რადგან სასმელი წყალი მოვიდა, მერე გაზი, ახლა სარწყავიც კეთდება, დავბრუნდი და შეივსო. სოფელში სახლი აღარ არის, რომ იყიდოს ვინმემ" - დასძენს ლალი ხანდოლიშვილი.
ჩობალაურელი ზურა ქასოშვილი გვეუბნება, რომ არხის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია:
,, 6 მლნ კუბ.მეტი წყალია უკვე აქაჩული ტბაში. წყლის მარაგი ბევრია და აგერ გამომავალ არხსაც აკეთებენ. სამი არხია, ერთი ზევით, ეს აქ და ერთი ქვევით. სამივეს აკეთებენ. წელიწადნახევრიანი პროექტია და ზაფხულამდე მოესწრება. 1990-იან წლების შემდეგ აღარ იყო სარწყავი. ტბაში ცოტა იყო მარაგი, მაგას გამოუშვებდნენ ხოლმე ქვევით არხში და ეგ იყო სულ, არც არავის ყოფნიდა. ეხლა უკვე წელიწადნახევარში ამუშავდება ყველა არხი. ეს არხი გაშლილია 7 კმ-ზე, სოფელ რენემდე. " - ამბობს ზურა ქასოშვილი.
შეთანხმება მიღწეულია - ტირიფონის არხი გაიხსნა
სამი დიდი არხი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ,
განადგურებული იყო, აღდგება. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში
მიმდინარეობს. დღეს არსებული სიტუაცია ადასტურებს, რომ ერგნეთის
მოლაპარაკებების შედეგად, ტირიფონის წყლის გაშვების შესახებ,
გადაწყვეტილება მიღებულია.ჯამში, 17 კმ-იანი მონაკვეთი კეთდება, რომლითაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 30-მდე სოფელი მოირწყვება. მათ შორის, ოსური სოფლები - დიდი და პატარა რენე, ნიგოზა, ყარაფილა...
საქართველოს მთავრობა არ განმარტავს იმ დეტალებს, თუ როგორ იქნა მიღწეული ეს შეთანხმება, რადგან წყალი, რომელიც სამივე არხში გაეშვება, ნადარბაზევის ტბიდან უნდა წამოვიდეს.
ნადარბაზევის ტბა კი, ტირიფონის არხიდან სააზრდობს. ტირიფონის არხის სათავეს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.
სოფელ ნიგოზაში მცხოვრები ილია მუზაშვილი ამბობს, რომ ნადარბაზევის ტბას ავსებენ სოფელ ხურვალეთიდან. ტირიფონის არხის ბოლო წერტილი ხურვალეთია, საიდანაც წყალი საქაჩებით ნადარბაზევის ტბაში აყავთ.
ხუვალეთამდე კი არხმა სოფელი წინაგარა უნდა გამოიაროს, წინაგარა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული:
,,ტირიფონის სისტემა იწყება ლიახვის დიდი არხიდან, ავსებენ ნადარბაზევის ტბას, ქმნიან რეზერვერს და მერე უშვებენ სხვადასხვა არხებში. აქედან ირწყვება ჩვენი ნაკვეთებიც. აქამდე ვერ ხერხდებოდა. არ მოახერხეს თუ ვერ ხერხდებოდა, ფაქტია არ გვქონდა წყალი." - ამბობს ილია მუზაშვილი.

მისი თქმით, ტირიფონის სისტემა ვიდრე ხურვალეთს მიაღწევს, გაიაროს ქართლის სოფლები: კირბალი, ბერშუეთი, წინაგარა და ბოლო არის ხურვალეთი.
,,ხურვალეთში უყენიათ დიდი ტუმბოები. რომლითაც მერე ტუმბავენ ნადარბაზევის ტბას, ავსებენ... ,წინაგარა თუ არ გამოიარა, წყალი ვერ მოვა ხურვალეთამდე. საბოლოო დანიშნულებამდე ვერ მოვა. ისე, რომ აუცილებლად უნდა გამოიაროს ეგ წინაგარა." - განმარტავს ილია მუზაშვილი და მოხარულია, რომ საბოლოოდ ამ არხის შესახებ მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალები მოსახლეობისთვისაც უცნობია.
ჩობალაურში მცხოვრები ლალი ხანდოლიშვილი სოფელში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ,,ძალიან სწრაფად აკეთებენ. დილით ადრე მოდიან მუშები. მშრომელი ხალხია და კარგად აკეთებენ. ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს. ჯერ ერთ გზას გააკეთებენ, რომ არ შეწუხდეს ხალხი. ძროხის შესასვლელი იყოს. ძალიან კარგად, შეთანხმებულად მუშაობენ და კმაყოფილები ვართ ყველანი. სოფელში გაზიც შემოიყვანეს, წყალიც და ფაქტიურად სახლი აღარაა სოფელში, რომელიც შეგიძლია იყიდო. ბრუნდებიან სოფელში" - ამბობს ლალი ხანდოლიშვილი.
,,ნადარბაზევის ტბიდან ადრეც მოდიოდა, მაგრამ ომის შემდეგ აღარ მოგვცეს წყალი და აღარ იყო სარწყავი წყალი. სოფელში ყველაფერი გვქონდა, ისეთი დიდი ბაღები იყო, ვენახიც იყო, ვაშლებიც იყო, ყველაფერი იყო და რაც არხი აღარ არის, იმის შემდეგ ყველაფერი გადახმა. დაიცალა სოფელი. ქალაქში წავიდნენ ყველაფერი. რადგან სასმელი წყალი მოვიდა, მერე გაზი, ახლა სარწყავიც კეთდება, დავბრუნდი და შეივსო. სოფელში სახლი აღარ არის, რომ იყიდოს ვინმემ" - დასძენს ლალი ხანდოლიშვილი.
ჩობალაურელი ზურა ქასოშვილი გვეუბნება, რომ არხის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია:
,, 6 მლნ კუბ.მეტი წყალია უკვე აქაჩული ტბაში. წყლის მარაგი ბევრია და აგერ გამომავალ არხსაც აკეთებენ. სამი არხია, ერთი ზევით, ეს აქ და ერთი ქვევით. სამივეს აკეთებენ. წელიწადნახევრიანი პროექტია და ზაფხულამდე მოესწრება. 1990-იან წლების შემდეგ აღარ იყო სარწყავი. ტბაში ცოტა იყო მარაგი, მაგას გამოუშვებდნენ ხოლმე ქვევით არხში და ეგ იყო სულ, არც არავის ყოფნიდა. ეხლა უკვე წელიწადნახევარში ამუშავდება ყველა არხი. ეს არხი გაშლილია 7 კმ-ზე, სოფელ რენემდე. " - ამბობს ზურა ქასოშვილი.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








