Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რუსეთიდან ჩამოტანილ შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა - გორის მერი უხერხულობას განიცდის
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის დარიგებულ პროდუქტში, კერძოდ, შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა. ამის შესახებ მშობლებმა საბავშვო ბაღის ერთ-ერთ დირექტორს უსაყვედურეს.

ბაღების სააგენტოს ადმინისტრაცია იძულებული გახდა სხვა მშობლებიც გაეფრთხილებინა, სადაც აღნიშნეს, რომ მოხდება ,,შვრიის ამოღება":

,,როგორც მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამოდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია. (რადგან შვრია იყო შეფუთული, შეუძლებელი იყო ამ პრობლემის აღმოჩენა ჩვენი მხრიდან). ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ბაღებმა უზრუნველჰყვეს აღსაზრდელების მშობლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოხდება შვრიის ამოღება და მომავალ თვეში ჩანაცვლდება აღნიშნული პროდუქტი. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც გამოეხმაურა:

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდარი ფაქტის გამო. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის დავალებით, მკაცრად გააკონტროლდება, პირველ რიგში მშობელთა ინფორმირების, ხოლო შემდეგ გაფუჭებული პროდუქტის ჩანაცვლების პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება." - აღნიშნულია გორის მერის განცხადებაში.

ქარტლი.გე დაუკავშირდა იმ კომპანიის წარმომადგენლებს, ვისგანაც შვრიის ფანტელები საბავშვო ბაღების სააგენტომ იყიდა. კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ ყველა ბაღში შვრიის ფანტელებს ახლით ჩაანაცვლებს საკუთარი სახსრებით. მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ამის შესახებ კომპანია 27 ნოემბერს გაავრცელებს.

განცხადების გამოქვეყნებამდე კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ როგორც იმპიორტიორ კომპანიამ, პროდუქტი დაფასოებული სახით მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა:

,,ჩვენ ქარხნის ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია. ეს ქარხანა მდებარეობს რუსეთში. როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი და იმ ქარხნის პრობლემაა, მაგრამ რაზეც ძალიან ვწუხვარ ისაა, რომ ეს აღმოჩნდა საბავშვო ბაღში. საბედნიეროდ, მხოლოდ ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა." - გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

გავარკვიეთ, რომ გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტომ შვრიის ფანტელების შესაძენად, მათ შორის, მაკარონსი, შესქელებული რძის, შაქარის და კვერცხის, ხელშეკრულება 2020 წლის 12 ნოემბერს გააფორმა. ეს მომსახურება, ხელშეკრულების მიხედვით, 56 7873 ლარი დაჯდა.

გავარკვიეთ ისიც, რომ ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს, გორის საბავშვო ბაღების სააგენტომ იმავე კომპანიისგან 55 000 (2300 ლარი) ცალი შესაფუთი პარკი იყიდა. ამ პარკით, საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მშობლებს მთლიანი პაკეტი გაუმზადა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.