Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ვხედავ და მესმის შეხებით – პირველი საერთაშორისო კონგრესი ყრუუსინათლობის შესახებ საქართველოში
2020 წლის 4, 5, 6 დეკემბერს გიწვევთ პირველ საერთაშორისო კონგრესზე ყრუუსინათლობის შესახებ საქართველოში: "ვხედავ და მესმის შეხებით", რომელიც გაიმართება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე.

კონგრესის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყრუუსინათლობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობა ორმაგი სენსორული დარღვევის ეფექტიანი მართვის სტანდარტის შექმნისა და დანერგვის მნიშვნელობაზე. სამი დღის განმავლობაში, დაგეგმილ ლექციებზე, დისკუსიებსა და სემინარებზე, რომლებსაც დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები გაუძღვებიან, განიხილება ყრუ-უსინათლო პირთა წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, გაზიარდება საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები.

საერთაშორისო კონგრესი იმართება საქართველოს სახალხო დამცველის პატრონაჟითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში. პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია ფონდი ჰუმანდოკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

კონგრესის ორგანიზატორები არიან: ფონდი ჰუმანდოკი და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი.

პრობლემის აქტუალობიდან და საჭიროების სიმძაფრიდან გამომდინარე, 2018 წლიდან, ფონდ HumanDoc-ისა და პოლონური დახმარების მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში". ეს გახლავთ საქართველოში და რეგიონში პირველი და, ამ ეტაპზე, ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 3 წლის მანძილზე, პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ყრუ-უსინათლო პირთა რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრები, ოთხი კლუბი საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. უახლოეს მომავალში, კლუბის გახსნა ქუთაისშიც იგეგმება.



პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად, მომზადდა ყრუ-უსინათლო პირთა 15 თარჯიმან-მეგზური და თარჯიმან-მეგზურის ინსტრუქტორები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ კლუბებში საქმიანობენ და ყოველდღიურად უჭერენ მხარს ყრუ-უსინათლო ბენეფიციარებსა და მათ ოჯახის წევრებს.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ქართულ ენაზე და შეიქმნა ლორმის (ტაქტილური) ანბანის ქართული ვერსია.

ასევე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ორგანიზაცია "საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი", რომელიც გააგრძელებს ყრუ-უსინათლო პირთათვის კეთილდღეობის სისტემის შენების ხელშეწყობას. ორგანიზაციის მისიაა ყრუ-უსინათლო პირებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება ცნობიერების ამაღლების, გაძლიერების, ადვოკატირებისა და მათთვის ძლიერი მხარდამჭერი სისტემის შექმნის ხელშეწყობის გზით.



პროექტის მიზანი, როგორც უკვე აღინიშნა, ბენეფიციარებისთვის მხოლოდ პირდაპირი დახმარების მიწოდება არ არის. ყრუ-უსინათლო პირები კომპლექსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათ ერთდროულად რამდენიმე მომსახურება ესაჭიროებათ სრული რეაბილიტაციის, ინტეგრაციისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს კონკრეტული ხედვა, ეფექტიანი პოლიტიკა აღნიშნული ყრუუსინათლობის სამართავად. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სამიზნე სტრუქტურებთან იმისთვის, რომ ყრუ-უსინათლო პირთა თემი, მათი გამოწვევები და საჭიროებები გახდეს უფრო ხილვადი და ჩამოყალიბდეს მათი მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა.


------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კონგრესის პროგრამა:

პარასკევი, 4 დეკემბერი

16:00-16:10 კონგრესის გახსნა

16:10-17:00 ვინ არის ყრუ-უსინათლო პირი?

17:00-18:30 საქართვევლოში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია

ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი: https://bit.ly/4december_congress

შაბათი, 5 დეკემბერი

16:00-18:00 საუკეთესო პრაქტიკები განსხვავებული პერსპექტივებიდან – ყრუ-უსინათლო პირები და სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

18:00-19:15 ყრუ-უსინათლო პირი, როგორც უჯახის წევრი

ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი: https://bit.ly/5december_congress

კვირა, 6 დეკემბერი

15:00-17:00 ყრუ-უსინათლო პირთა კლუბების საქმიანობა 17:00-18:00 თარჯიმან-მეგზურის მომსახურება და მისი მნიშვნელობა ყრუ-უსინათლო პირისთვის

18:00-20:00 ვორქშოფი – „Deafblind Ontario Services“-ს მისაწვდომობის სახელმძღვანელო.

ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი: https://bit.ly/6december_congress

კონგრესის სრული პროგრამა: https://deafblind.ge/…/kongresis-dghis-tsesrigi_-2020…

საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი https://deafblind.ge/

საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი Facebook-ზე https://www.facebook.com/GeoLorm

ფონდ ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი თბილისში https://www.facebook.com/HumanDocGeo/

ქართული ლორმის ანბანი: https://youtu.be/_6S95EmyogU
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.