Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ბესიკ ცერცვაძე, რომელიც პედაგოგების უფლებებს ლახავდა, ხიდისთავის სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელმაც 6 წლის წინ, პედაგოგები ჯერ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაუშვა, შემდეგ რამდენიმე მათგანს, რესურსცენტრის მაშინდელი უფროსის, ზურაბ ქარელის მეშვეობით, ბოდიში მოახდევინა.

ხოლო დანარჩენი პედაგოგები, რომლებმაც ბოდიში არ მოუხადეს, სამსახურში არ დააბრუნა. მათ ვინც ბესიკ ცერცვაძეს ბოდიში არ მოუხადეს, სამსახურში მხოლოდ სასამართლოს დახმარებით დაბრუნდნენ. სასამართლომ პედაგოგების უფლებების შელახვის ფაქტი დაადგინა.

ბესიკ ცერცვაძე ითხოვდა, რომ იმ პედაგოგებმა, ვინც მედიასაშუალებებით მის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, ბოდიში უნდა მოიხადონ.

,,თუ მტრები გყავს, სათითაოდ უნდა მიხედო" - ასეთი კომენტარი მოგვცა 2014 წელს ბესიკ ცერცვაძემ, რომელიც გორის რესურსცენტრის მაშინდელი უფროსის, ზურაბ ქარელის კაბინეტიდან გამოვიდა.

რა ხდება დღეს? საქმე იმაშია, რომ 2014 წლიდან სკოლას ახალი დირექტორი, მიმოზა ღოლიჯაშვილი ხელმძღვანელობდა. მიმოზა ღოლიჯაშვილი დირექტორად 2014 წელს სამეურვეო საბჭომ აირჩია. მისი მმართველობის პერიოდში, სკოლა არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე, სკოლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის ლაურეატი იყო.

2020 წლის ოქტომბერში მიმოზა ღოლიჯაშვილს უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა გაუვიდა, თუმცა თვენახევრის ლოდინის შემდეგ, აცნობეს, რომ დირექტორის მოვალეობას მის ნაცვლად ბესიკ ცერცვაძე შეასრულებს. მიმოზა ღოლიჯაშვილს მოვალეობის შესრულების უფლება არ მისცეს.

მიმოზა ღოლიჯაშვილი ახლა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა როდის ჩატარდება სკოლაში ახალი დირექტორის არჩევნები, ცნობილი არაა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოვალეობის შემსრულებლად ისე დანიშნეს, არანაირი გეგმა გააჩნია.



ფოტოზე: ის პედაგოგები, რომლებიც ბესიკ ცერცვაძემ 2014 წელს გაათავისუფლა და შემდეგ სამსახურში აღადგინეს.

,,მე ამ წუთას არაფერი გეგმა არ მაქვს. კანონის შესაბამისად, გავხდი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სხვა ვერაფერს გეტყვით," - გვითხრა ბესიკ ცერცვაძემ.

ბესიკ (ბესარიონ) ცერცვაძე 2014 წლამდე ხიდისთავის სკოლის დირექტორი იყო, ხოლო მის სახელს პედაგოგების უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი უკავშირდება.

კერძოდ, მან გაათავისუფლა 4 პედაგოგი, თუმცა სკოლაში საპროტესტო აქციებისსა და მედიასაშუალებებით გასული რეპორტაჟების შემდეგ, ბესარიონ ცერცვაძემ სამუშაოზე მხოლოდ ორი პედაგოგი დააბრუნა.

დააბრუნა ის პედაგოგები, რომლებაც მას საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიში მოუხადეს.

ამ პროცესს ხელს უწყობდა მაშინდელი რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი. სამუშაოზე დაბრუნებულმა პედაგოგმა ,,საბოდიშო" წერილები რესურსცენტრის ხელმძღვანელს ზურაბ ქარელის სახელზე დაწერეს.

ზურაბ ქარელი, რომელიც მალე აუდიტის დასკვნისა და დარღვევების საფუძველზე, სამსახურიდან თავად გაათავისუფლეს, გვეუბნებოდა, რომ ეს იყო სკოლის შიდა საქმე, თუმცა ჩვენ გვაქვს ვიდეოინტერვიუები, სადაც ბესიკ ცერცვაძე ადასტურებდა, რომ საღამოს 8 საათამდე, რესურსცენტრში დანარჩენი 2 პედაგოგის საბოდიშო წერილებს ელოდება.

სამსახურის გარეშე დარჩენილი ზურაბ ქარელი და ბესიკ ცერცვაძე სკოლებს მალე დაუბრუნდნენ: ზურაბ ქარელი მეხუთე სკოლის დირექტორი გახდა და არც მალავს, რომ ის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის უახლოესი ნათესავია, ხოლო ბესიკ ცერცვაძე დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლის ოქტომბრიდან დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და არავინ იცის, რა დრომდე.



ფოტოზე: მიმოზა ღოლიჯაშვილი, 2020 წლის სექტემბერი, სასწავლო პროცესის დაწყების სამზადისში

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.